• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას „მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი“ – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
16:34 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

დიდხანს ვაკვირდებოდი, მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ეს ძილქუში საით იყო მიმართული – ეს არის პარტიის გაყიდვა, როცა ლიდერი გიკვდება, ქუჩაში არ გამოდიხარ, პროცესს აძინებ და ყველასთან კონფლიქტი გაქვს პარტიაში, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანმა მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა იმის თაობაზე, რომ „მელიამ პარტია ხაზარაძეს მიჰყიდა“ და როგორც აღნიშნა, მსგავსი პოლიტიკური სვლები პოლიტიკაში არსებობს და ხაზარაძისთვის ეს სასარგებლო პოლიტიკური სვლაა.

„ამ ტიპის პოლიტიკური სვლები არსებობს პოლიტიკაში, მაგრამ არის კიდევ კეთილსინდისიერება. ხაზარაძის მხრიდან ეს არის მისთვის სასარგებლო პოლიტიკური სვლა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია მისი მხრიდან, მაგრამ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ეს ძილქუში ამდენი ხნის, პროცესის მიძინება საით იყო მიმართული დიდი ხანი ვაკვირდებოდი. წინა წლის ოქტომბერს როცა დავაანონსე აქცია, მისი „მესიჯები“ მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან, რომ ეს აქცია მიშას არ სჭირდება და არ მოხვიდეთ. მე გუშინაც ვნახე ასეთი „მესჯები“ სხვათა შორის. არ არსებობს პოლიტპატიმარი, რომელსაც არ სჭირდება გარეთ მხარდამჭერთა აქციები. დავიწყეთ დაკვირვება და ვნახეთ, რატომ აძინებდა ასე პროცესს და დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობ, ხაბეიშვილის და ხაზარაძის და მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არ არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას ვეძახდი მძინარე მზეთუნახავს, რადგან მან პროცესი დააძინა და „ნაციონალური მოძრაობა“ პროცენტულად განახევრდა, ყველა კვლევით, ეს მოხდა ამ თავმჯდომარის პირობებში. მე რა ინტერესი მაქვს? – ის, რაც მქონდა 2018 წელს, როცა დასუსტებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუდექი გვერდით გარკვეული ადამიანები, რომლებიც მათი ამომრჩევლები არ ვიყავით, მაგრამ დასავლური ვექტორის ამომრჩევლები ვართ. ძალიან დიდი შედეგი დავდეთ 2018-ში პრაქტიკულად გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტური დაიდო, ეს ყველაფერი ამ ბიჭმა გაანადგურა.

როცა გარიგება ხდება გაერთიანების ეგიდით, სინამდვილეში შენს პარტიას ანგრევ და საუბრობ ამ დროს გაერთიანებაზე და პარტიიდან ყველა გარბის დაწყებული ნონა მამულაშვილით, ზაზა ბიბილაშვილით დასრულებული, გიორგი ჩალაძე… ყველა გაიქცა, გიორგი მუმლაძესთან კონფლიქტი… როცა შენს პარტიას ანგრევ და სხვა პარტიასთან გაერთიანებაზე საუბრობ და ძალა ერთობაზე, ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან თუ შენს პარტიას ანგრევ, ვერ დაჯდები 1 თუ 2 პროცენტიან პარტიასთან სასაუბროდ, რაღაც ინტერესია, რადგან მელიას პირობებში განახევრდა მთავარი ოპოზიციური პარტიის პროცენტი. ეს არის პარტიის გაყიდვა, როცა ლიდერი გიკვდება, ქუჩაში არ გამოდიხარ, პროცესს აძინებ და ყველასთან კონფლიქტი გაქვს პარტიაში და ამხელა დაფინანსება გაქვს და ერთ აქციას არ აკეთებ, უკმაყოფილოა შენი ამომრჩეველი და მოლაპარაკებას აწარმოებ კონკრეტულად ერთ პარტიასთან, რომელიც გახლავთ „ლელო“, შენი ინტერესი რა არის? მამუკა ხაზარაძე გამოვიდა გუშინ და თქვა, ჩამაბარეთ ქვეყანა და მე შვეიცარიად ვაქცევ, თუ ვაშაძის პრაიმერსი არ მოგწონს და მე ეს სიტყვა დავიწუნე, რა დროს იმაზე საუბარია, ვის რას ჩავაბარებთ, როცა საარჩევნო სისტემა არ არის რეფორმირებული… ხაზარაძეს მე ვერ ვამტყუნებ, რადგან მისგან ეს არის პოლიტიკური სვლა, ხოლო მელიასგან ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი,“- განაცხადა ჩარკვიანმა.

„ინტერპრესნიუსი“

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved