• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო – ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე?” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:22 11-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
339

მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო – ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე? – კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, დიაგნოზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებები სპეკულაციურია და მათ ადამიანის სიცოცხლეზე საუბრის უფლება არ აქვთ.

„დღეს არათუ არასათანადო პირობები არაა შექმნილი, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის, არამედ ის პრაქტიკულად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. განსხვავებით სხვა პატიმრებისგან, რომელთაც შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით უფრო მძიმე მდგომარეობა ჰქონდეთ, სააკაშვილი არის არა სასჯელაღსრულების, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში. ეს აჩვენებს დამოკიდებულებას და მიდგომას, რა იყო, სად ვიყავით და სად ვართ დღეს.

ასევე იყო ბიზნესის რეკეტი, რამაც ასევე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეთ – ასეულობით ადამიანი დაიღუპა 2008 წელს თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად და ახლა თქვენ გვესაუბრებით ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე. ეს არის ცარიელი სპეკულაცია და ამ სპეკულაციებს ვერ გავატარებთ.

ვერცერთი თქვენგანი ვერ საუბრობთ [სააკაშვილის] დიაგნოზზე. ვერაფერს ამბობთ დიაგნოზზე და ასევე ვერ ამბობთ, ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას. ასეთ პირობებში ყველაფერი ცარიელი სპეკულაციაა.

შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან ეტლით გამოვიდა. მანამდე იყო უამრავი სიმულაცია. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, რატომ? იმიტომ, რომ სიმულაცია იყო. ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე ამ შემთხვევაშიც? ამ კითხვებზე პასუხია გასაცემი, პირველ რიგში, დიაგნოზით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved