• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში ქუჩების დავიწროების პრობლემას არასტანდარტული გზები იწვევს – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:43 11-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

ქუჩების დავიწროების პრობლემას არა მუნიციპალიტეტის მერია, არამედ დედაქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

პრობლემის საილუსტრაციოდ კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული გზის მაგალითი მოიყვანა, სადაც ქუჩა კონკრეტულ მონაკვეთზე, ბუნებრივად ვიწროვდება.

„ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად – იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია. მაგალითად, გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი თუ ოთხი ზოლიდან, „ლაგუნასთან“ უკვე ჩნდება ორი ზოლი. ეს იწვევს საცობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საცობების განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებული ყველა პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე ხორციელდება.

კახა კალაძემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ ადგილობრივსა თუ უცხოელ ექსპერტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ქვეყანაში გამოცდილი სპეციალისტები. არ იფიქროთ, ეს ჩემი, ირაკლი ხმალაძის ან ვინმე ჩვენი თანამშრომლის დაწერილი პროექტებიაა. ამაში ჩართული არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიების წარმომადგენლები, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქსა და დედაქალაქში 10-15 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. იქ განხორციელებული პროექტებით პრობლემები მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, მათი გამოცდილება გავიზიაროთ და ჩვენ ქალაქს მოვარგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved