3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასა და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფას, – ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა გვიან ღამით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გააკეთა.
„მე ჩემს თანამებრძოლებთან და მხარდამჭერებთან ერთად შაბათს, 3 დეკემბერს 15:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, იქ, სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილებები, მოვითხოვთ მთავარ რამეს, არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს ერთი მოთხოვნა მხოლოდ, სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარები