რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროსთან 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები მას გვიან ღამით მიაყენეს. უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 წლის გოგო.














კომენტარები