გახდება თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ნიკა მელიას კიდევ ერთი კონკურენტი – სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს. განცხადება ჭიაბერაშვილმა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული რეპორტაჟის შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარი პარტიაში მის შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა.
ყოფილი მერი და ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ვერც მელია და ვერც ხაბეიშვილი პარტიის გაერთიანებას ვერ შეძლებენ, თავად კი ამის პოტენციალი გააჩნია.














კომენტარები