ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რა ხდება? დღე ისე არ გავა, რომ ძალადობის ახალი მსხვერპლი არ ვიხილოთ. განსაკუთრებით კი მსხვერლი ქალები არიან. მე აქ თავს ავარიდებ უცხო სიტყვის ხმარებას (ფემიციდს), რადგან ეს სიტყვა ბევრისთვის გაუგებარია. სსრკ-ს პერიოდში, საქართველოს ერთერთ ქალაქში ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც შეწუხებული ჰყავდა მეზობლები. ყოველ დღე ამ ოჯახში წივილკივილი ისმოდა, რადგან მოძალადე მამაკაცი დანით, ხანჯლით თუ სხვა ცივი იარაღით მეუღლეს ატერორებდა. ქალი ზოგჯერ გამოექცეოდა მოძალადე ქმარს და მეზობლებში , ქმრისგან დაშინებული, ამბობდა, რომ წაიქცა და შემთხვევით დანაზე, ან ხანჯალზე მიიღო სისხლიანი ჭრილობები. დიახ, ეს იყო ადრე კომუნისტების დროს. მაგრამ ახლა? რატომ არ აქცევს მთავრობა ქალთა მკვლელობების გახშირებულ შემთხვევებს ყურადღებას? პასუხი ერთია – ძალადობა თვითონ მთავრობაშია და თავის თავს ხომ არ დაისჯიან? მოძალადეების მსხვერპლ ქალებს იმედი აღარ აქვთ, რომ მათ ვინმე დაიცავს. მთავრობას და პარლამენტს მივმართავ, დროულად მიიღეთ კანონო მოძალადეების მიმართ, რომ მკაცრად დაისაჯონ. მათ უნდა ეშინოდეთ კანონის სიმკაცრის. ისე მათ ვერ შეაჩერებთ”.
კომენტარები