• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს რუსული ოცნების პირობებში, მიშა არის პუტინის ტყვე – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
11:06 11-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია, “ვარდების რევოლუციის” მე-19 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენის სულისჩამდგმელი, მიხეილ სააკაშვილი, პუტინის ტყვეა.

“დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე.

დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და კორუფციულ ჭაობში ჩაფლული სახელმწიფო მოძრაობისა და განვითარების სურვილით შეცვალა.

დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, სადაც კრიმინალების თარეში, კორუფცია და სრული უპერსპექტივობა იყო, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს.

ქართულ რეფორმებზე მსოფლიომ დაიწყო საუბარი, მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა.

სწორედ ეს ვერ აპატია მას რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ, სწორედ ამიტომ, რუსული ოცნების პირობებში მიშა არის პუტინის პირადი ტყვე.

2002 წელს იყო სიბნელე, ახლაც ხელისუფლება ცდილობს დაგვტოვოს ისტორიის ბნელ მხარეს.

თუმცა გვახსოვდეს – რაც უფრო გრძელი არის ღამე, მით უფრო ახლოსაა განთიადი.

გაგვიმარჯვია ღირსებით და სიმართლით,

გავიმარჯვებთ ღირსებით და სიმართლით.

არ არსებობს გამარჯვებისკენ მიმავალი მოკლე ან გრძელი გზა, არსებობს მხოლოდ ღირსეული გზა და ღირსეული გამარჯვება.

გილოცავთ 23 ნოემბერს!”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

“ვარდების რევოლუციის” თარიღთან დაკავშირებით დღეს აქციები გაიმართება თბილისსა და ბათუმში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved