• რეკლამა
  • კონტაქტი
01:30, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს” – სტუდენტური მოძრაობა

ალია ავტორი - ალია
16:08 11-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

მაისის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხანგრძლივი სტუდენტური პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.

მათი ცნობით, უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.

“17 ნოემბერს მოხდა ორი პოტენციური ობიექტის დათვალიერება – მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა (დეტალურად იხილეთ ფოტოსურათებში).

1. პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დაკონსტრუქცია და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება.

2. მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს.

მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ კომისიასთან ადგილზევე დააფიქსირა მოსაზრებები და პოზიციები, რომლებიც უმჯობესია, საწყის ეტაპზევე იყოს გათვალისწინებული.

საცხოვრებელი, რომლის მშენებლობაზეც მუშაობა უკვე დაიწყო, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მხოლოდ დასაწყისი და აუცილებელი პირობაა მიზნის მისაღწევად, თუმცა, არა საკმარისი. პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, რომ, პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტი დაიწყებენ ზრუნვას მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე. თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აქტიური ჩართულობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს თავდაპირველ მიზანს – საერთო საცხოვრებელს ყველა სტუდენტისთვის.

ჩვენი მოძრაობა, მოხალისეებთან ერთად, ორშაბათს 13 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ოთხშაბათს 13 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავარიგებთ პროკლამაციებს, შევხვდებით სტუდენტებს. მომავალში მივალთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, ვინაიდან, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის საქართველოში.

ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ სტუდენტური ბრძოლის შედეგს!

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა სტუდენტს, შეიტანოთ წვლილი საერთო მიზნის სრულყოფაში, რადგან ბრძოლის არცერთი წამი არ არის დაკარგული!”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved