• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მატების მოლოდინი გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
14:16 11-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

“საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ნოემბრიდან გრიპის ვირუსის მატება რომ დაიწყებოდა, ეს არ არის რთული საპროგნოზო. NCDC-ის ბოლო ათწლეულის მონაცემები მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევების მატება ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. სეზონურობა გრიპის სწორედ ამაში აისახება, შესაბამისად, მოლოდინი გვქონდა, თუმცა გრიპის ვირუსს ყოველ წელს განსხვავებული სტარტი აქვს. 2019 წელს დეკემბერში გამოვლინდა გრიპის პირველი შემთხვევები და შემდეგ მოემატა, წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება და თუ გადავხედავთ ჯანმოს გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არის მონაცემები, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 44-ე კვირას თუ სამი შემთხვევა იყო დადასტურებული, 45-ე კვირას უკვე ათი შემთხვევაა და სავარაუდოდ, მატების ეს ტემპი შენარჩუნდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. მოლოდინი, რომ ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი გვაქვს, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. რიგ შემთხვევებში მეორე პიკიც ფიქსირდება მარტის თვეში, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარია.

როგორც ჯანმო ამბობს, პანდემიის მიმდინარეობისას ორ-სამ წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა, შესაბამისად დამცველობითი უნარი გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ამიტომ მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს. ეს არის ე.წ ჰონგკონგის ვირუსი H3N2 ტიპის ვირუსი და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება H1N1 ტიპის ვირუსისა. ანალოგიური მატების მოლოდინი გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით, ამიტომ, საკითხი თუ რა ტიპის ვირუსია ხშირ შემთხვევაში რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვისაა დამახასიათებელი, ტემპერატურის მკვეთრი მატება 38.5 და მეტი ძლიერი სისუსტე, კუნთების და სახსრების ტკივილი, ყელის, თავის ტკივილი – ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ომიკრონის შემთხვევაშიც დაფიქსირდეს მაღალი ცხელება. ამიტომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან ძნელი იქნება განსხვავება ეს არის გრიპი, თუ კორონავირუსი.

15 ნოემბრამდე იყო გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო და კიდევ ერთი კვირით 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა, ამიტომ განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის ჯგუფის კატეგორიაში შედის, ესენი არიან – ორსულები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამართალდამცავები, ექიმები და ა.შ. ძალიან კარგი იქნება თუ ახლაც გავიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved