• რეკლამა
  • კონტაქტი
15:35, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მივმართავ ქართველ კაცს, სახლში ჯდომას, გულის გახეთქვას და ინფარქტით სიკვდილს, სჯობს, გარეთ გამოდი! აღარაფერი გვაქვს უკვე დასაკარგი!“ – გია კორკოტაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:13 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
980

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, გია კორკოტაშვილი.

 

– ოქტომბერში სოციალურ ქსელში დაწერეთ: „გაიღვიძეთ და ლარად ნაჩუქარი ქონება გავახიოთ ამ ნაბოზრებს, უმეტესი ღორმუცელა ხალხის ხარჯზეა გამდიდრებული!“, მანამდე, წერდით, „ყველაზე ნაბოზარი ხალხი ის კატეგორია ხართ ვინც საკუთარი კეთილდღეობა არჩიეთ და ოცნების ლიდერების ფალოსის ტლიკვა დაიწყეთ როგორც თავის დროზე ნაცებისას ლოღნიდით!.. უნდა დაამხო ეს გველის ნაშობი ღორები და ქვეყანა ააშენოს განათლებულმა პატრიოტმა ახალგაზრდობამ ხანსიშესულ გამოცდილებასთან ერთად! მოლაპარაკებით არაფერი გამოვა უნდა გლიჯო საგლეჯს! სამაგისო დროც დადგება სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის შუა რიცხვები ზუსტად დაგვანახებს ამის აუცილებლობას!“ – გავიდა სექტემბერი და ოქტომბერი და რა დაგვანახა ამ პერიოდმა? “საგლეჯს უნდა ვგლიჯოთ“, თუ?

– ქართველი კაცი მომთმენია ბუნებით. ჯერ შემოდგომის დოვლათი მოჰყავს, თუ შეიძლება ამას დოვლათი დავარქვათ. მაინც ფუსფუსებენ. ნახევარმა კახეთმა დამირეკა, ვაზი უნდა ავჩეხოო, რატომ–თქო, გავგიჟდი, რატომ და ვშრომობთ, ვწვალობთ და ისევ იგივე ფასად იბარებენ ყურძენსო და არაფერი რჩებათ ხელთ წვალების და შრომის გარდა. საქართველოში რომ ვაზის აჭრამდე მიიყვან ხალხს, მომგებიანი საქმე არ არისო… ღმერთი რომ ასეთ ადგილს მოგცემს და ვერ გამოიყენებ… მაგრამ მაინც, ავად თუ კარგად, ჭირნახულს აბინავებს ჯერ ხალხი. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გაჭირვების პერიოდი დეკემბერ–იანვარში უნდა იყოს. ზოგს ამოყორილი აქვს მუცელი და ზოგი მშიერი დარჩება. აქეთ მიშა დაჭერილია და საზოგადოების ნახევარი იძახის, ცუდადაა, გამოვუშვათო, ეტყობა ეს ის ადამიანები არიან, ვისი მეგობარიც არ უწამებით და არ მოუკლავთ წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ მეორე მხრივ, მიშას რომ კოსტუმების საქმეზე დაიჭერ… ჩვენც კაი ხვითოები გამოვდექით, პატიმრობაში მყოფს, ცოლს რომ გაგიუპატიურებენ, რაღად გინდა სიცოცხლე, რა არის შენი ღირსება? გული არ გისკდება? ინფარქტით სიკვდილს არ გირჩევნია გამოხვიდე და სამართალი შენით აღასრულო? არ ვგულისმხობ ძალადობას, ყველამ იმოქმედოს ისე, როგორც მისი ღირსება უკარნახებს.

– დეკემბერ–იანვარიო და ამასობაში ახალი წელიც დადგება, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე მკვდარი პოლიტიური სეზონია…

–მერე? რომ გადახედავენ ახალი წლის სუფრას და მისი მოყვანილი თხილი და ნიგოზი ექნება, შეიძლება ცოტა გოზინაყიც, პური და ხილი – არ უნდა დაფიქრდეს? ცოტა ხელის შეწყობა არ უნდა ადამიანს მთავრობისგან? ბევრ რამეში შეიძლება არ ტყუის ეს ხელისუფლება, მაგრამ ვიგინდარებმა ჩაიგდეს ხელში ფული და დოვლათი.

–აი, თქვენ ხომ მიიტანეთ პროექტი „აწარმოე საქართველოში“?

–კი.

–ხომ არ დაგიფინანსეს?

–არა.

–როგორც ამბობთ, თავად წყვეტენ, ვინ დააფინანსონ და ვინ არა და თუ მართლა ჩაუგდეს ფული ვიგინდარებს ხელში, თავად არ აირჩიეს ეს ვიგინდარებიც?

–ან უვიცია ხელისუფლება, ან ისეთი გაიძვერაა, სათავისოდ იყენებს ყველაფერს. რა განსხვავებაა ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის? – ამ კითხვას ვუპასუხებ ახლა, არ ართმევენ ძალით და გართმევენ სხვა გზებით!

– რა არის გამოსავალი?

– უნდა გაიღვიძოს ქართველმა ხალხმა და უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის, რომ სწორედ მისი გადასაწყვეტია საკუთარი ქვეყნის ბედი.

– ეგ ზოგადი ფორმულაა და უფრო კონკრეტულად?

– ჩვენ გვქონდა ასეთი იდეაც, რომ არჩევნებზე ხალხმა თავად აარჩიოს თავისი წარმომადგენელი, მაგალითად, ჩოხატაურში, ბუკისციხეში, ჩემ დედულეთში, რომ შეიკრიბოს სოფელი და აირჩიოს ადამიანი, ვისაც ანდობს თავის სიტყვას, ვინც იცის თავისი სოფლის პრობლემა. მერე შეიკრიბოს ყველა სოფლის წარმომადგენელი რაიონში და იქაც თავად აირჩიონ ადამიანი, ვინც რაიონის სიტყვას მიიტანს მთვარობამდე. როცა რაღაც დაფინანსება იქნება გამოყოფილი, სოფელმა იცოდეს, რომ მისი არჩეული წარმომადგენელი ანაწილებს და ობიექტურად ანაწილებს და მართლა იმას ეხმარება, „ნასკი“ რომ აქვს გამოხეული და ლუკმა პური რომ არ აქვს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები, ვეტერანები, პენსიონრები, მომავალი თაობა მოვლილია და მიხედილი პირველ რიგში. ახლა რა ხდება? ახლა ირჩევენ წარმომადგენლებს პარტიული ნიშნით და ყველა აგინებს ხელისუფლებას, ხელისუფლებას კი პოლიცია გამოჰყავს…  მივმართავ ქართველ კაცს, სახლში ჯდომას და იმაზე ფიქრს, როგორ გამოვკვებოთ ცოლ–შვილი, უმოქმედობისგან, ღირსების შელახვისგან, სახლში გულის გახეთქვას და ინფარქტით სიკვდილს, სჯობს, გარეთ გამოდი და თქვი ის სათქმელი, რაც გაქვს! აღარაფერი გვაქვს უკვე დასაკარგი. ვინც თვლის, რომ ჯერ კიდევ აქვს დასაკარგი რამე, ჩაბეტონდეს სახლში… მე ჩვენი წინაპრებიდან, ჩვენი მეფეების ქცევებიდან გამომდინარე ვიცი, რომ ქართველი კაცი ყოველთვის იბრძოდა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, ახლაც იგივეს მოლოდინი მაქვს.

თეგები: გია კორკოტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved