რუსთავში „აზოტის“ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები