მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუხლობრივი მსჯელობა დღეს სესიაზე იგეგმება. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის უცვლელად დაბრუნებულ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატები ფინანსთა მინისტრის ერთად დეტალურად განიხილავენ, რის შემდეგაც პროექტი მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით კვლავ უკან გადაეგზავნება. 2023 წლის ბიუჯეტი დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.
ოპოზიცია პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს და კორუფციის შემცველ რისკებზე საუბრობს.
მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი მაქსიმალურად ოპტიმალური და საჭიროებებზე მორგებულია.
კომენტარები