• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მელია იმუქრება, თუ გამაგდებთ, ისეთ რამეებს ვიტყვი, „ნაციონალები“ ამომრჩეველს საერთოდ დაკარგავენო“

ალია ავტორი - ალია
16:56 11-13-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,688

ანი დვალიშვილი

„ვარდების რევოლუციის“ მე-19-ე წლისთავი ახლოვდება და აგერ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი რევოლუცია იგეგმება. გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადაირჩევენ და გადაირჩევენ იმიტომ, რომ ის ერიდება რადიკალურ ზომებს და რაც მთავარია, აღარ უსმენს მიხეილ სააკაშვილს. მართალია, ექსპრეზიდენტი ჯიუტად ინარჩუნებს დუმილს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და „ჩვენებს“ უკრაინელებს ეძახის, მაგრამ ფაქტია – მასთან შეთანხმების გარეშე, ამ დონის საპროტესტო ტალღა და მითუმეტეს ახლა, არ აგორდებოდა. „ნაციონალების“ კულუარებში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილ-დალაგებულია და არჩევნებიც ფორმალური იქნება. ეს ყველაფერი ერთადერთი რამის გამოა დაწყებული – მელია გვერდზე უნდა გაწიონ და ყველას მიახვედრონ, რომ აქაოდა, პარტიაში თავნებობა და მიშაზე მაღლა თავის დაყენება  არავის ეპატიებაო. არადა, ისიც ნათელია, რომ ამ მესიჯს მიშას მომხრეების დაკარგვის შიშით აგზავნიან, თორემ პარტიაში კეზერაშვილისა და მერაბიშვილის თამადობით, ბევრი რომ „ახტება“ მიშას, მაგასაც ხვდება უმეტესობა.

პარტიის რიგითმა წევრებმა, ან იმ ადამიანებმა, ვისაც თავი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მიაჩნია, ჩათვალეს, რომ ეს მათი შანსია და კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტეს, პრინციპით, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა შეიძლება, თუმცა მათ არ იციან, ან იციან და არ აღიარებენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად უარყო, ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურა განიხილება, რომელიც სხვათა შორის, თავის დროზე, თავად მიშამ დაბლოკა…  განიხილება რა, „ხაბეს“ უკვე უთხრეს და მისი დადებითი პასუხიც მიიღეს, მაგრამ…

„აჯანყებულები ლევან ვარშალომიძის პასუხს ელოდებიან. მას ჯერ მიშასთან სურს კონსულტაციის გავლა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, რომ უახლეს პერიოდში, სააკაშვილის მონახულების მოტივით, მასთან შესვლა ვარშალომიძემ გადაწყვიტოს და სწორედ ამ შეხვედრაზე გაირკვევა, პარტიის თავმჯდომარე ორი ლევანიდან რომელი იქნება“, – გვეუბნება „ნაციონალების“ ერთ-ერთ ლიდერი.

დანებებას მელიაც არ აპირებს და იმუქრება, თუ გამაგდებთ, ისეთ რამეებს ვიტყვი, „ნაციონალები“ ისედაც შემცირებულ ამომრჩეველს, საერთოდ დაკარგავენო. პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადარჩევა მელიასთვის პოლიტიკურ განაჩენს ნიშნავს, რადგან ის პარტიაში ვეღარ და აღარ დარჩება, სხვა ოპოზიციურ პარტიაში წასვლა კი არ გამოჩნდება ისე ლამაზად, როგორც მას სურს. ამიტომაც არის, გაბზარულს ჯერ ბოლომდე არცერთი მხარე რომ არ ტეხავს, მელიაა „გასაკერი“, მან ხმა არ უნდა ამოიღოს…

„ნიკას ლამაზად წასვლის შანსიც აქვს. მას უთხრეს, რომ არჩევნებს მოაგებინებენ, შემდეგ კი, ის იტყვის, გავიმარჯვე, მაგრამ რადგან ამდენ ადამიანს სურს ცვლილებები, აგერ ბატონო, მე გვერდზე გავიწევი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე და აბა, თქვენ იცითო“, – ამასაც ჩვენი წყარო გვეუბნება და იმასაც ამატებს, რომ „ჯერჯერობით, გარანტირებულად ვერავინ იღებს საკუთარ თავზე იმას, რომ გამარჯვების შემდეგ, ნიკა ამ ნაბიჯს გადადგამს და „ლამაზად“ წავა. ის, რომ „ლამაზად წასვლის“ შესაძლებლობა რთულადაა, გიორგი ბარამიძემაც დაადასტურა, როცა აღნიშნა, რომ „დამარცხებულმა თავი გარიყულად და შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს“.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved