• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023-ის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი – დავით არახამია

ალია ავტორი - ალია
13:20 11-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ, მისი აზრით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების გაგრძელება სავარაუდოდ 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

მისი აზრით, ვინაიდან 2024 წელს აშშ-სა და რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია 2023 წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ დაიწყება საარჩევნო ციკლი. არახამიას თქმით, ვინაიდან პუტინი სამხედრო წარმატებას უკრაინაში ვერ აღწევს, მას სავარაუდოდ დიპლომატიური კუთხით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობას რაიმე ფორმით პოლიტიკური ნაბიჯი აჩვენოს.

ამის შესახებ არახამიამ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ ეს [რუსეთთან მოლაპარაკებები] მაშინ მოხდება, როცა როგორც რუსეთში ასევე აშშ-ში საარჩევნო ციკლი დაიწყება.ეს დაახლოებით მომდევნო წლის მეორე ნახევარში მოხდება, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო მარათონი დაიწყება, ასევე პუტინსაც ექნება არჩევნები 2024-ში და მათ დასჭირდებათ პოლიტიკურად რამის დემონსტრირება.

არ ვფიქრობ, რომ პუტინს რამენაირი სამხედრო წარმატების მიღწევა შეუძლია, ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, დიპლომატიურ ფრონტზე ცდიან, რაიმე გზით რამე აჩვენონ თავის ხალხს“ – განაცხადა არახამიამ.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, რუსეთი ახლა იმიტომ აახლებს მოლაპარაკებებზე საუბარს, რომ მათ დრო სჭირდებათ გადაჯგუფებებისა და პოზიციების გამაგრებისთვის, თუმცა არახამიას თქმით უკრაინა რუსეთისთვის „ამგვარი დროის მიცემას არ აპირებს“.

არახამიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ ისაუბრა იმ პირობებზე, რომელთა შესრულების შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი. ზელენსკის თქმით, ესენია „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა დანაკარგისთვის კომპენსაცია, ყველა ომის დამნაშავის დასჯა და ეფექტური გარანტიები, რომ ეს აღარ მოხდება“.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, იმის მიუხედავად რომ რუსეთსა და აშშ-ში საარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი ფაქტორია, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს სანამ ზელენსკის მიერ დასახელებული პირობები არ შესრულდება.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ჩვენი მოკავშირეების ასევე ოკუპანტების საარჩევნო ციკლები, თუმცა ჩვენი პოზიცია არ იცვლება. უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ დაჯდება, როცა ჩვენი პირობები შესრულდება“ – განაცხადა დავით არახამიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved