„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, შსს-მ გორში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი ვ.ყ დააკავა. გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და მისი გაუპატიურება სცადა. ფაქტზე გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. დაკავებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები