• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაგრამ შემიძლია თავი დავდო, საფასურს ივანიშვილი და სანქციებს გადარჩენილი ხალხი არ გადაიხდის“ – რას უყვებიან „ალიას“

ალია ავტორი - ალია
13:58 11-11-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
669

ლევან ჯავახიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის  დაუგეგმავმა და მოულოდნელმა ვიზიტმა უნგრეთში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.  ოფიციალურად ითქვა, რომ უნგრეთთან ორმხრივი ეკონომიკური და სხვა სახის თანამშრომლობის გაღრმავებას  მიეძღვნა ეს ვიზიტი. იგივე განაცხადა უნგრულმა  მხარემ. რეალურად კი ეს ვიზიტი სულ სხვა მიზეზს ემსახურებოდა. ამის შესახებ „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის  გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყნის ლიდერია, რომელიც  არ მალავს რუსეთის მიმართ საკუთარ სიმპათიებს. მიუხედავას იმისა, რომ ორბანმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ყველ სანქციას მაინც  მხარი დაუჭირა, ორბანმა სანქციების გარკეული ნაწილი დაბლოკა, კონკრეტული რუსი ოლიგარქების, ჩინოვნიკების, პოლიტიკოსებისა  და იურიდიული პირების  დასანქცირებას არ დაეთანხმა და ორჯერვე ევროკავშირმა ორბანის მოხოვნით ცვლილებები შეიიტანა სანქციებში. შეიძლება ითქვას, ორბანმა მოახერხა და ევროკავშირს საკუთარი პირობები უკარნახა. ევროკავშირი მალე განიხილავს სხვა რუსი გავლენიანი პირების დასანქცირების საკითხს, სადაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის წევრებიც იქნებიან. ფაქტიურად, ის პერსონები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებან უკვე დაასანქცირა. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი ამ ახალ სანქციებს  ახალ წლამდე განიხილავს და აამუშავებს. ირაკლი  ღარიბაშვილი ერთადერთი  მიზნით  იყო ჩასული უნგრეთში. მან ვიქტორ ორბანს სთხოვა, ევროკავშირის მიერ სანქციების  ამ ახალი პაკეტის განხილვისას, მხარი არ  დაუჭიროს. უარეს შემთხვევაში, მოითხოვოს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის  წევრებისა და მასთან დაახლოებული პირების ამოღება სიიდან. თუ ესეც  ვერ  მოხერხდა, ყველაფერი გააკეთოს, რომ სიიდან ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები მაინც  ამოიღონ. ვიქტორ ორბანი დათანხმდა ღარიბაშვილის წინადადებას, რომ ყველაფერს იღონებს  მისი თხოვნის შესასრულებლად და მინიმუმ, ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სანქციებს გადაარჩენს. ცხადია, ვიქტორ ორბანის დაპირება  უტყუარი გარანტია არ არის, არავინ  იცის, რა ვითარებაში აღმოჩნდება თავად ორბანი იმ დროს, როდესაც კონკრეტული პერსონების დასანქცირების საკითხს განიხილავს ევროკავშირი. შესაძლოა, ორბანმა ამ  ხალხის სანქცირებულთა სიაში დატოვება გადაწყვიტოს,  სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან ფინანსური და სხვა სახის დახმარება მიიღოს უნგრეთმა. მოკლედ, დიდი შანსია,  ორბანმა ეს ხალხი ევროკავშირთან სავაჭროდ გამოიყენოს, როგორც არერთხელ გაუკეთებია ეს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის სანქციებისგან თავის ასარიდებლად სხვა, უკეთესი საშუალება არ გააჩნია და ვიქტორ ორბანი მისი ერთადერთი იმედი და მოკავშირეა ევროკავშირში.  ცხადია, არანორმალურია, როდესაც კერძო პირების, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, ნათესავებისა და მეგობრების სანქცირების საკითხზე, ქვეყნის  პრემიერ-მინისტრი უცხოეთში  დარბის, როგორც ივანიშვილის თანაშემწე, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა.  ამ საქმეში ჩართულნი არიან საგარეო საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს საელჩო უნგრეთში და სხვა სახელმწიფო უწყებები. საქართველოში ეს უკვე უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქვეყნა ერთი კაცისაა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მას და მის ოჯახს ემსახურება. რას მიიღებენ ვიქტორ ორბანი და უნგრეთი საფასურად, თუ მან  ივანიშვილი და მისი ახლობლები გადაარჩინა დასანქცირებას? ეს არავინ იცის, მაგრამ შემიძლია თავი დავდო, საფასურს ივანიშვილი და სანქციებს გადარჩენილი ხალხი არ გადაიხდის. საფასურს გადაიხდის ქართული სახელმწიფო. როგორ და რა გზით? ეს მალე  გამოჩნდება, თუკი ამ გეგმამ იმუშავა. ერთ ფაქტია, რომ დიდ   პოლიტიკაში სანაცვლო სარგებლის მიღების გარეშე, ამგვარი საკითხები არ გვარდება“ – განუცხდა „ალიას“ წყარომ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved