• რეკლამა
  • კონტაქტი
19:27, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მიწები უცხოელებზე აღარ გაიყიდოს!“ – ზვიად ტომრაძე

ალია ავტორი - ალია
15:25 11-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
454

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე.

-საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია, თუმცა ამ მხრივ პრობლემა კვლავ არსებობს, რაშია საქმე?

– კი, თუმცა ქართული მიწის ყიდვის მსურველებმა მოძებნეს გზა, კერძოდ, სასოფლო მიწას ყიდულობდა საქართველოს მოქალაქე, უცვლიდა კატეგორიას არასასოფლოდ და შემდეგ კატეგორიაშეცვლილს ყიდულობდა უცხოელი, სხვათაშორის ეს პრობლემა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, მაშინ პრესკონფერენცია გავმართე და მცხეთის რაიონის 5 სოფელში: ქანდაში, წილკანში, მუხრანში, საგურამოსა და წეროვანში არაბული სოფლების გაშენების საკითხზე ვისაუბრე საჯარო რეესტრიდან ამოღებული მტკიცებულებებით. 2018 წელს კი ჩვენმა ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ პარლამენტში ჩვენი ორგანიზაციის წევრის, სოფლის მეურნების სპეციალისტის ბ-ნ ნიკოლოზ კიკნაველიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი წარვადგინეთ, რითაც რეგულირდებოდა სასოფლო მიწების უსისტემოდ გადაყვანა. პრობლემა გვარდებოდა, პარლამენტში აგრარულ კომიტეტში განხილვის დროს დაგვაიმედეს, რომ ამ ცვლილებას მიიღებდნენ, თუმცა პირობა არ შეასრულეს. მას შემდეგ კიდევ ბევრ ადგილას გაიყიდა კატეგორიის შეცვლის გზით სასოფლო მიწები და პრობლემა დღესაც მოსაგვარებელია. სწორედ ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ 3 ნოემბერს კანონპროექტი პარლამენტში შევიტანეთ.

–  უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, კანონპროექტის არსის შესახებ ?

– კანონპროექტის ავტორები მე და ბატონი ნიკოლოზ კიკნაველიძე ვართ, კანონპროექტის მიხედვითაც წესრიგდება სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დაცული. ასევე  საქართველოში ან უცხოეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ეზღუდება 1 ჰექტარი და ჰექტარზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიად დარეგისტრირების მიზნით და მათი კიდევ უფრო დანაწევრება რამდენიმე ნაკვეთად, რომელთა საქმიანობას არ წარმოადგენს აგრობიზნესი. ასევე კანონპროექტში ჩამოთვლილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების ინდიკატორები.

– ზოგი ამბობს, რომ სასოფლო მიწების უცხოელებზე გაყიდვა პრობლემა არ არის, ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო, რას უპასუხებდით?

– მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში დაწესებულია ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ სასოფლო მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქე პრაქტიკულად ვერ შეიძენს. ყველგან მიწას განიხილავენ, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ სტრატეგიულ რესურსად და საკუთარი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზად. საქართველოს დღეს არ გააჩნია სასურსათო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი და საკუთარი მოსახლეობის გამოკვება, ძირითადად,  დამოკიდებულია იმპორტზე, რაც სამომავლოდ, პოლიტიკური პროცესების ან კატაკლიზმების შედეგად, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეწყდეს. გარდა ამისა, უსაფრთხოების საკითხია მნიშვნელოვანი, სწორედ მიწის ყიდვის შედეგად შეიქმნა სახელმწიფო ისრაელი, თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის მათი ისტორიული მიწა იყო. ჯერ კიდევ 2015 წელს რესპუბლიკური პარტია ცდილობდა ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტის მიღებას პარლამენტში. კანონპროექტი შეუზღუდავად აძლევდა უცხოელებს სასოფლო მიწების შეძენის უფლებას. ჩემი ინიციატივით შეიქმნა ქართული მიწის დაცვის კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები. აღნიშნული კანონონპროექტის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განხილვას მე და პროფესორი პაატა კოღუაშვილიც დავესწარით და ღიად დავუპირისპირდით მათ. საბოლოოდ, ერთობლივი ძალებით ის ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი ჩავაგდეთ.

 

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved