• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დააკავეს მიმალვაში მყოფი პირი, რომელმაც დანის გამოყენებით პოლიციელზე თავდასხმა სცადა

ალია ავტორი - ალია
12:08 11-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ქ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანა, მცენარე კანაფის უკანონო შენახვა, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში.

„დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ახმეტაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და ეზოში არსებულ სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტის მჭიდი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი შვიდი ვაზნა, გამომშრალი „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

პოლიციამ მიმალვაში მყოფი ი.ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა. ბრალდებულმა დაკავებისას დანის გამოყენებით სცადა პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვა-მოყვანის, მცენარე კანაფის უკანონო შენახვის, ასევე, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 265-ე, 273-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved