• რეკლამა
  • კონტაქტი
09:54, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არაფრის ფასიც არ დაიკლებს და სულ მალე პური აუცილებლად გაძვირდება“ – შემაშფოთებელი პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
22:04 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

ანი დვალიშვილი

„იმერული ესკიზები“ ხომ გახსოვთ? „მორჩა კინო, წადით სახლში“… სწორედ ამ ფრაზის თქმა შეიძლება ახლა, როცა პურის 10 თეთრით გაიაფების შემდეგ, ლამის ყველა მინისტრმა ცალ-ცალკე გააკეთა კომენტარი, ჩვენი მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და პურის ფასი კიდევ დაიკლებსო. არაფრის ფასიც არ დაიკლებს და სულ მალე პური აუცილებლად გაძვირდება. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი იმ შეთანხმებიდან გადის, რომლის მხიედვითაც, თურქეთი უკრაინულ და რუსულ ხორბალს ეზიდებოდა. ამ ხელშეკრულებაში ოთხივე მხარე უნდა ყოფილიყო ჩართული, ანუ უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო. თუ რომელიმე უარს იტყოდა, ხელშეკრულება ძალას კარგავდა და აგერ, რუსეთმა უარი თქვა. მიზეზად ის დაასახელა, რომ მარცვლეულის ასეთი ფორმით გაყიდვით, თავად ხეირს ვერ ნახულბოს, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამებმა, მაგრამ…

საქმე ის გახლავთ, რომ დასავლეთისგან სანქციებით შეწუხებულმა რუსეთმა, ბრჭყალები თავადაც გამოაჩინა და ენერგოკრიზისთან ერთად, დასავლეთს სასურსათო კრიზისითაც ემუქრება. საკმარისი გახდა მხოლოდ განცხადება, რომ ამერიკასა და ევროპაში, ბირჟებზე ხორბლის ფასი გაზრდილიყო და პანიკა დაწყებულიყო. ჰოდა, უხმაუროდ მომატებული 40 თეთრის და ასე ზარ-ზეიმით გაიაფებული 10 თეთრის შემდეგ, პურის ფასის სერიოზული მატება აუცილებლად მოხდება. გაგიკვრიდებათ და, მთავარი პრობლემა ეს არ გახლავთ. ანუ, პურის ფასის მატებაზე მეტად, მოსახლეობას მოულოდნელად გაძვირებული კარტოფილი აფიქრებს. ნორმალური კარტოფილის ფასი ბაზარში უკვე 2 ლარია, ხოლო შავი წერტილებითა და თეთრი ლაქებით „გაფორმებული“ შხამი 1.20-1.50 ღირს. შხამი იმიტომ, რომ ამ ლაქებსა და წერტილებს, სპეციალისტები კარტოფილის კიბოს ეძახიან და კიბო კარგი რომ არ იქნება, ადვილი მისახვედრია.

„გვალვების გამო, ორი მთავარი მიმართულება ჩავარდა. სვანეთში, საიდანაც ათეულობით ტონა კარტოფილი მოდიოდა ყოველწლიურდ, ახლა სათესლე კარტოფილის გადარჩენას ცდილობენ. იქ კარტოფილი უბრალოდ, არ მოვიდა, მოსახლეობამ რაც დათესა, ისიც ვერ აიღო და წელს სვანები კარტოფილის გაყიდვას კი არა, ყიდვას აპირებენ. მოსავლით არ გამოირჩა სამცხე-ჯავახეთი, სადაც ასევე გვალვისა და კიდევ რიგი მიზეზების გამო, მოსავალი მოსალოდნელზე ბევრად ცუდი იყო. ამან გამოიწვია ფასის მატება ადგილობრივ ბაზარზე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გადასარევად გაიგეს თურქეთსა და ირანში, ქვეყნებში, საიდანაც კარტოფილი შემოდის, თან ნაკლებად ხარისხიანი“, – გვეუბნება ამ სფეროში დასაქმებული პირი, რომელიც კარტოფილს თავად ეზიდებოდა როგორც სვანეთიდან, ისე სამცხე-ჯავახეთიდან, ახლა კი უქმად არის.

მისივე თქმით, ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის ასაღები ფასი 35-40 თეთრში მერყეობდა და როგორც კი გაირკვა, რომ ქართული მოსავალი უბრალოდ არ არის, ფასმა ერთ დღეში 1.00-1.10-მდე აიწია. ახლა, მთავარია, ქართველმა მებაჟეებმა ივარგონ და იმაზე დაბალი ხარისხის კარტოფილი არ შემოუშვან ქვეყანაში, ვიდრე ახლა შემოდის, რადგან ამაზე დაბალი ხარისხი უკვე კატასტროფაა. ჰოდა, მოსახლეობის უმეტესობისთვის მთავარი საკვები პურთან ერთად სწორედ კარტოფილი იყო და მისი გაძვირება რიგით ადამიანებზე ძალიან მძიმედ აისახება. ზუსტად ისე, როგორც რძის პროდუქტებისა და ხორცის გაძვირება, რომელიც უკვე ვიგემეთ, თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ფასები ისევ აიწევს. რეგიონებშიც კი, საქონლის ხორცი უკვე 20 ლარია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გაზაფხულისთვის ფასი 22-დან 25 ლარამდე ითამაშებს. ასე ხდებოდა ყოველთვის და ასე იქნება ახლაც.

„ძალიან მიყვარს თავზაობა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ქართულ მდინარეებში თევზი არ არის. მთებშიც კი, სადაც წესით, თევზი უნდა იყოს, ვერაფერს ვიჭერ. არადა, პროფესიონალი ვარ და მერწმუნეთ, თევზაობა ვიცი“, – ეს სიტყვები უკრაინელმა ტურისტმა გვითხრა და როცა ავუხსენით, რომ ეს ყველაფერი დენით მოთევზავეების დამსახურებაა, კარგა ხანს პირდაღებული გვისმენდა. უკრაინელი ტურისტი კი არა, გარემოს დაცვის თანამშრომლები გვისმენენ პირდაღებული, როცა პრობლემის შესახებ ვეუბნებით. ვეუბნებით რა, ვიზუალურად ვაჩვენებთ კიდეც და თუ არ სჯერათ, დადგნენ თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელში მტკვართან, რუსთავის გასასვლელ-შემოსასვლელში ისევ მტკვართან და ნახავენ, რამდენი რეზინის ნავი ჩაივლის და რამდენი ადამიანი დაიჭერს თევზს დენით. სათევზაო ტურიზმის განვითარება ჩვენთან მარტივად შეიძლება, მითმეტეს, ველურ ბუნებაში, მთებში, სადაც კალმახის დაჭერა არამარტო სიამოვნება, არამედ უდიდესი ადრენალინია, მაგრამ რად გინდა, დენმა იქაც გაიდგა ფესვები და ხმას არავინ იღებს. ახლა თევზის სეზონი იწყება და აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ. თუ მტკვარზე სიარული გეზარებათ, ბაზარზე გადით, იქ გამოტანილ მტკვრის ცოცხალსა და მურწას ეტყობათ, დენით რომ არიან დაჭერილი, ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს და ასე მაინც გახვალთ ბრაკონიერებზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved