• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისთან არის გარიგებული და მელიას მხილების სანაცვლოდ, რა სარგებელს ელის სოსო თოფურიძე?

ალია ავტორი - ალია
18:45 10-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,035

ნანა სულავა

ვინც კარგად იცნობს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ისტორიას მან კარგად უნდა იცოდეს ამ რეჟიმის ჩამოყალიბებაში რა დიდი როლი აქვს პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს იოსებ სოსო თოფურიძეს.

ალბათ ამ სისხლიანი რეჟიმისგან გასამართლებული სამასი ათასი ადამიანის ნახევარზე მეტი თოფურიძის დაჭერილია.

ნეცების მიერ ოცნების რეჟიმისთვის ხელისუფლების გადაბარების ათი წლის თავზე კომფორტულ „პაბეგეში“ მყოფი სოსო თოფურიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკანორ მელიას ამხელს. ნიკა მელიას მხილებას რომ ცდილობ, ეს რა თქმა უნდა, კარგია, ახლა ერთმანეთს რომ ამხელთ, მაგრამ მაშინ ისიც თქვი, ვისთან ხარ გარიგებული და ამ მხილების სანაცვლოდ, რა კერძო სარგებლის მიღებას აპირებ? კი ბატონო, ოცნებას შენაირი  ბევრი ყავს შემოკრებილი და ცდილობ, შენც გაურიგდე, მაგრამ ჯერ ის თქვი, ეს ათი წელი რითი ცხოვრობ უცხოეთში, კურტნის მუშა ხარ, თუ მდიდარ პენსიონრებს ღამის ქოთნებს და პამპერსებს უცვლი? მაგრამ სახეზე არ გეტყობა შრომისგან რომ იყო გათანგული. ხშირად არეული პოლიტიკური სივრცე ერთმანეთში ერევათ პოლიტიკურად გაუნათლებელ ადამიანებს, სოსო თოფურიძე იდეოლოგიურად რომ ღვიძლი ძმაა ახალი პოლიტიკური ბანდის – „ხალხის ძალის“  ეს ჩემი აღმოჩენა არაა. დააკავირდი მკითხველო, იქ „ნანაცრებისა„ და „ნაქოცრების„ ბანდა იკვრება, იქ ალბათ მალე ვიხილავთ მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის წევრებსაც. შეიძლება ლევან პირველიც გამოჩნდეს, მისი პიარიც ხომ უკვე დაწყებულია.

ვინც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს კარგად აკვირდება, არ გამორიცხავს, რომ ერთ  დღეს ივანიშვილმა შეიძლება თქვას, ყველანი ციხეშიო და ვინმეს ხომ არ გონია, რომ „ხალხის ძალა“ იმავე ფორმით და შინაარსით არ დაიწყებს პოლიტიკურ რეპრესიებს, ხოდა,  თოფურიძისნაირი ბინძური დავალებების შემსრულებელი „ხალხის ძალას“  თუ დასჭირდა, უკეთესი ვინ ეყოლება. მსგავსი მსგავს შობს და ასე მრავლდებიან ოლიგარქებისთვის და ნეოფაშიზმისთვის საჭირო იდიოტები, აბა, პოლიტიკური იდიოტის მეტი ხალხის მტერი ვინ შეიძლება იყოს?

… მე არასოდეს დამავიწყდება ის შავბნელი დღე, როცა აფერისტი სოსო თოფურიძე გავიცანი, ვარდების რევოლუციიდან სულ რაღაც ორ თვეში შსს გენ ინსპექსიის ახალ უფროსთან ზაზა ჩაჩიბაიასთან ინტერვიუ უნდა ჩამეწერა, ვდგავარ ჩაფიქრებული მის კაბინეტთან, რომ დანიშნულ დროს შევიდე, ამ დროს ვიღაც კომიკური გარეგნობის კაცი გაღმა გამოღმა „კრუგს“ მირტყამს, იდიოტის ღიმილით მეცნობა, გენინსპექციის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე ვარო, იქნებ ჩემთანაც ჩაიწეროთ ინტერვიუო, ამჯერად სარედაქციო დავალება ამას არ ითვალისწინებს მეთქი, ამასობაში რესპონდეტთან შევედი და დავიწყეთ ინტერვიუ, მაგრამ კარებთან რაღაც ფხაკუნი ისმოდა, ეტყობა ასინეთასავით იდგა თოფურიძე, კარს ხან შემოაღებდა და ცალი თვალით შემოიჭყიტებოდა და ისევ დახურავდა, ცხრაჯერ მაინც შემოყო თავი, ერთი სული ქონდა, გაეგო რას ვამბობდით. ბოლოს იმდენი ქნა, დამაინტერესა, იქნებ რა აქვს სათმელი მეთქი, ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩამეწერა ინტერვიუ. პირველი, რაც მითხრა, ის იყო –  ჩემი ფანჯრებიდან მახათას მთა ჩანს და ყოველდღე ვლოცულობო… აი, ეს იყო მისი მთავარი სათქმელი და სულ მალე, ყველამ ნახა, როგორი მორწმუნე და ღვთისმოშიში კაცი იყო სოსო თოფურიძე…

მალე, როცა ხალხის ერთ ნაწილში იყო ეიფორია და დაუსაბუთებელი მოლოდინები ზუსტად მაშინ დავიწყე თქვენი ფაშისტური პოლიტიკის მხილება, ამიტომაც პროვოკაციის მოწყობით მოახერხეთ ჩემი დაკავება, ამ უკანონო რეპრესიებით გინდოდათ დანარჩენი ჟურნალისტები დაშინებული გყოლოდათ, მაგრამ ეს სოსოს კერძო ახირება არ იყო ეს მის დონეზე არ წყდებოდა, ისიც მის დონეზე არ იყო გადაწყვეტილი როცა დაპატიმრებიდან სამი თვის შემდეგ ჩემი დაკავების სცენას რომ ატრიალებდნენ 24 საათს ტელეეკრანებზე და ამას თოფურიძე ახმოვანებდა. ეს დავალება შენ მაშინდელი ფინანსური პოლიციის უფროსის დავით კეზერაშვილისგან მიიღე, შენ ხომ აგრესიული შემსრულებელი იყავი. ახლაც ასეთივე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებ, რომ პარტიის თავმჯდომარეს მიადექი, თორემ რა სამართლიანობის აღდგენა გინდა? ფაქტია, პოლიტიკური გარიგების იმედი გაქვს. თუმცა, ერთი რამ უნდა იცოდე – შენი ადგილი ქართულ პოლიტიკაში კი არა, სოსო გოგაშვილის გვერდითაა 306-ე „კამერაში“, ერთად კარგად იჭუკჭუკებთ თქვენს ნაკეთებ წმინდა საქმეებზე და ყოველ დილა ერთადაც ილოცებთ…

თეგები: სოსო თოფურიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved