• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სადაც ელისაშვილია, „გირჩია“ და ვაშაძეები და საკუთარი ლიდერისაგან გაქცეული „ნაცმოძრაობა“, საფრთხე არსებობს რომელია?!“ – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:40 10-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,408

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

– ბატონო შალვა, ქვეყანაში ყოველმხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. საითკენაც გაიხედავს კაცი, ყველგან პრობლემებია მოზღვავებული, „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა ეს პრობლემები. ესენი არჩევნების გზით წამსვლელები არ არიან. რა გზა  დარჩა,  სად არის გამოსავალი და რა უნდა გავაკეთოთ ხალხმა, თქვენ, ჩვენ, რომ ეს ხელისუფლება სახლში გავუშვათ?

– ერთადერთი ის გზა დარჩა, რაც ჩვენ დავიწყეთ 10 თვის წინ და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადეთ – საერთაშორისო გლობალური სანქცირების გარდა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქ ვერაფერი ვეღარ დაანგრევდა, რადგანაც ეს იყო სრული პოლიტიკური ანექსია, ხელისუფლების ყველა შტოს მოსყიდვა, ყველა ადამიანის სულში ჩაძრომა, ხელის ფათური და თითოეული  პიროვნების კონტროლზე აყვანა სპეცსამსახურების მიერ. სახეზეა ტიპიური მონღოლოიდურ-რუსული პოლიტიკური ანექსია და შემსრულებლად გამოგზავნილი, დოლარებზე  ამხედრებული, ყველა ადამიანურისგან გარეცხილი ვაი-ქართველი. ეს დაპირება ჩვენ შევასრულეთ. ივანიშვილის მიმართ სანქცირება დაწყებულია. მთავარია, რომ ეს აღმავალი ხაზით გაგრძელდეს და ერთ მშვენიერ წამს ეს რეჟიმი ჩამოიშლება სრულად.

– შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სიუსის“ მიერ ივანიშვილის დასანქცირებას გულისხმობთ?

– არა მარტო შვეიცარიული ბანკი, ეს ერთი ეპიზოდია. ევროპარლამენტის რეზოლუციაში  ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობის შესახებ პირდაპირ ჩაიწერა. ეს უკვე განაჩენია. გული, რომ ჰქონდეს, აქამდე უნდა გასკდომოდა ნორმალურ ადამიანს. ევროპარლამენტის არც ერთ რეზოლუციაში, არც ერთი რუსი ოლიგარქის გვარი არ არის ნახსენები, იქ ზოგადად არის  საუბრები. ივანიშვილის კი პირდაპირ გვარი ჩაიწერა. რამდენიმე დღის უკან, უკრაინის მთავრობის მიერ შედგენილ სიაშიც ოფიციალურად მიენიჭა  თავისი ადგილი. მოგეხსენებათ, ახლა საერთაშორისო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს  კარნახობს კიევი და რასაც კიევი იტყვის, იმას ასრულებენ ბრიუსელი და ვაშინგტონი. ეს არის ისტორიული რეალობა. გარდა ამისა, ივანიშვილის მთელი საბანკო ანგარიშები ევროპასა და ამერიკაში, პრაქტიკულად,   გაყინულია, ტრანზაქციები აკრძალული აქვს და ვერსად ვერაფერს რიცხავს. მეტი რაღაა სანქცირება? ახლა უნდა გამოცხადდეს ეს ოფიციალურად და ამას ველოდებით.

– დავუშავათ, უკვე დასანქცირებულია ივანიშვილი. მერე რა ხდება?

– მერე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თუ რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ისევ არ გაფარჩხა ფეხები და  არ განაცხადა, რომ აი, კი შევედით პარლამენტში, ივანიშვილი გადავარჩინეთ, ასე სჭირდებოდა  მაშინ ქვეყანას და ახლა ჩვენ ვჭირდებით, რომ 2024 წლამდე  პარლამენტში ვისხდეთ და კარგად ვიკვებოთ, კარგად ვიცხოვროთ, ამიტომ არ გვინდა ჩვენ ახალი არჩევნები… ისევ ოპოზიცია თუ არ მოისყიდეს და ისევ ოპოზიციის ხელით თუ არ გააკეთეს ეს, აუცილებლად იქნება ახალი არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა.

– ამ ოპოზიციის გადამკიდე, ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაშიც არსებობს საფრთხე, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდეს და „ქართული ოცნება“ 2024 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში?

– რა თქმა უნდა, სადაც ელისაშვილია, „გირჩია“ და ვაშაძეები და საკუთარი ლიდერისაგან გაქცეული „ნაცმოძრაობა“, საფრთხე არსებობს რომელია?! მივიყვანეთ საქმე ხელისუფლების ჩამოშლამდე და პარლამენტში რომ არ შესულიყვნენ, ერთი წლის ჩატარებული იქნებოდა არჩევნები, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა შარლ მიშელისგან დაწყებული, ყველა პირადად საქმის კურსში იყო. ახალი არჩევნები უკვე მზადდებოდა და გაქანდნენ და შევარდნენ პარლამენტში. ჩამოშალეს ყველაფერი და გაამრუდეს ქვეყნის ისტორია. უპატიებელი დანაშაული ჩაიდინეს. აღქმის და შეგრძნების უნარიც არ აქვთ, რომ ახლა მაინც გამოვიდნენ და დადგნენ ისევ ქუჩაში ხალხთან. ეს უკვე იქნებოდა ორმხრივი პროცესი, ცალკე სანქციები, ცალკე ხალხი ქუჩაში და ეს ბევრად მალე დაამთავრებდა რეჟიმს.

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved