• რეკლამა
  • კონტაქტი
13:00, პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვახტანგ გომელაურის დროს ასეთი რამ არ ხდებოდა…“ – ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
14:28 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
575

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი  უსაფრხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია.

– სოსო გოგაშვილმა და სხვებმა რომ გამოიტანეს ინფორმაციები, ისინი მონაცემთა საუდუმლო ბაზიდან  ფარულად გადაიწერს „ფლეშკაზე“ და ასეთი რამ, სუს-ის კონკრეტულ სამსახურში ხომ უნდა ფიქსირდებოდეს, ვინ რა გადაიწერა?  მერე ირკვევა, ვინ გადაწერა, რისთვის და რამდენად კანონიერად. ასევე, როდესაც საუდუმლო ინფორმაციას  იწერს სამსახურებრივ კომპიუტერში თუ პირდაპირ „ფლეშკაზე“, ზემდგომს წერილობითი და სიტყვიერი ნებართვა მაინც უნდა სთხოვოს. სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებში, ეს  პრინციპი კანონის დონეზე  მუშაობს.

– კი, ეგ ეგრე უნდა იყოს დალაგებული, როგორც თქვენ ამბობთ. სოსო გოგაშვილი სუს-ის პირველი მოადგილე იყო და მას ეს ნებართვა  არ სჭირდებოდა, მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს, მარტო გოგაშვილმა გამოიტანა ყველა ის ინფორმაცია რაც გასაჯაროვდა და რაც მომავალში აუცილებლად გასაჯაროვდება? 58 000 ფაილზეა ლაპარაკი, რომელიც სუს-იდან გაიტანეს. იმიტომ იყო, ნატო-ში მაპ-ის მიღებაზე პრობლემები რომ შეგვექმნა. მაპ-ი იმიტომ კი არ მოგვცეს, რომ მაშინ ვერ ვასრულებდით ნატო-სთან სამხედრო-პოლიტტიკურ ინტეგრაცის თავსებადობას და ამ მხრივ,  დღეს კიდევ უარესად არის საქმე. მაპ-ის ერთ-ერთი, მეოთხე მოთხოვნა არის საიდუმლო ინფორმაციების დაცვა და სპეცსამსახურებზე სამოქალაქო კონტროლი. ეს სრულად მოშლილი იყო, დღესაც მოშლილია და შესაბამისად, არც მაშინ მოგცეს მაპ-ი და არც ახლა. სოსო გოგაშვილმა დაამტკიცა, რომ მოშლილი და მორღვეულია ყველაფერი სუს-ში და სავარაუდოდ, ნებისმიერი სახის საიდუმლო ინფორმაციის გამოტანა შეიძლება. გრიფით „საუდუმლო“ მასალების შენახვა და დაცვა თუ არ შეუძლია სახელმწიფოს, ის სახელმწიფო აღარ არის, მორჩა! არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსი გვაქვს უკვე მოკერებული და სრულიად სამართლიანადაც, ამას ვიმსახურებთ.  მომხდარში  მარტო სოსო გოგაშვილს ვერ დაადანაშულებ, რადგან სისტემაა მთლიანად მოშლილი.  არ იქნებოდა გოგაშვილი და იქნებოდა სხვა და სხვა დროს. რაც  მოხდა, ეს დროის საკითხი იყო. არ მინდა გოგაშვილი ახლა განვსაჯო და რაიმე  ვთქვა მასზე, არც ცუდს ვიტყვი და არც კარგს. ციხეშია და არ მიმაჩნია ეს საჭიროდ. თან, ის ციხე მეც გამოვიარე და ჩემგან არაეთიკური იქნება ახლა მისი ქმედებების შეფასება. ვიდრე მაღალ  პოსტებზე იყო, ჩემგან კრიტიკა მას არ მოკლებია. მარტო იმას ვიტყვი, როგორ მოხვდა ამხელა თანამდებობზე კაცი, რომელიც უსაფრთხობის სისტემის, მისი მუშაობის სპეციფიკის, უკაცრავად და გარტყმაში არ იყო? რაკიღა  ინფორმაციის ასეთი მასშტაბური გადინება მოხდა, ლოგიკურად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციებია გადაცემული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის, რასაც ეს ქვეყნები ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. თავისთავად ცხადია, სარგებლის გარეშე ამ ინფორმაციებს მათ არ გადასცემდნენ. ამაზე კონტრდაზვერვა უნდა მუშაობდეს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ კონტრდაზვერვა არ გვყავს. ვახტანგ გომელაურის დროს ასეთი რამ არ ხდებოდა. კი, სისტემა მაშინაც მოშლილი იყო, მაგრამ საიდუმლო ინფორმაციას მაინც ინახავდნენ. გომელაური ძალოვან სტრუქტურებში მაინც იყო ნამუშევარი, ვიდრე სუს-ს ჩააბარებდნენ. გრიგოლ ლილუაშვილი მოვიდა და რაც დასანგრევი დარჩა, ისიც დაინგრა სუს-ში. არც ლილუაშვილი იყო  აზრზე იმ სფეროსი, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს და ეს იმიტომ მოხდა. სამწუხაროდ,  ის დღესაც არ არის  აზრზე იმ სამსახურის მნიშვნელობის და მუშაობის  სპეციფიკის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობს.

– ამ არაპროფესიონალების მოზღვავება სუს-ში იმის ბრალიც არის, რომ ამერიკის, ნატო-ს წევრი ქვეყნების თუ უშუალოდ ნატო-ს ეგიდით, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა სისტემატიური გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხდებოდა, როგორც აგენტურული,  ასევე მენეჯერული პროგრამებით. დღეს ამგარი თანამშრომლობა ხომ შეჩერებულია და ამ ხელისუფლების ხელში, მგონი, აღარც გაგრძელდება, არა?

– კი, ბატონო, ერთი მიზეზი ეგეც არის. განსაკუთრებით ინტენსიურად, ამერიკაში ხდებოდა ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლების მომზადება, რადგან ამერიკა ჩვენი სტრატეგული პარტნიორია. აქაც ჩამოდიოდნენ ამერიკისა  და ნატო-ს  სპეცსამსახურების ინსტრუქტორები და ბევრს ასწავლიდნენ ჩვენებს. ნატო-ს პროგრამების ფარგლებშიც ხორციელდებოდა პროგრამები, რომლებიც ჩვენი სპეცსამსახურების დონის ამაღლებას ემსახურებოდა. გარდა ამისა, შესაცვლელია კანონი „სახელმწიფო საუდუმლოების შესახებ“, მოძველებულია, საბჭოთა პერიოდისაა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რომ იყო ირაკლი სესიაშვილი, მაშინ გააკეთეს ამ კანონის მოდერნიზაცია, შეცვალეს რაღაცები, მაგრამ უკვე ის ცვლილებებიც მოძველდა. ხელახლაა ეს კანონი დასაწერი და პარლამენტის მიერ მისაღები. გარდა მაგისა, უნდა შეიქმნას  საიდუმლო ინფორმაციის  შენახვის  სპეციალური  სახელმწიფო სტრუქტურა, სპეცსამსახური, სადაც სწორედ იქნება მართული, როგორ ხდება საიდუმლო ინფორმაციის შექმნა. მე ამ სამსახურის შექმნა შევთავაზე მოქმედ პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტსაც, მაგრამ ერთ ყურში შუშვეს და მეორედან გამოუშვეს.  მე ჩემი ვალი მოვიხადე ამ ქვეყნის წინაშე. ვერავინ იტყვის, რომ ვახტანგ მაისაიას თავისი წვილი არ აქვს შეტანილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში. მე სამხედრო დაზვერვის შექმნის საათვეებთან ვიყავი 1998-2004  წლებში და ჩემი წვლილი შევიტანე მის შექმნაში. მეტსაც გეტყვით, იმდენად ეფექტური სამსახური შევქმენით, ისე ეფექტურად  ვმუშაობდით, როდესაც კონტრდაზვერვამ დამიჭირა, არ იცოდნენ, რომ სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და 2000-2004 წლებში ამ უწყების  თანამშრომელი ვიყავი.

– სუს-ი ასეთ დღეში იმიტომაც აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი ფინანსური, ადამიანური რესურსი ხმარდება ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, ხელისუფლების  გავლენიანი წარმომადგენლების პირადი უსაფრთხოების დაცვას. ასევე, სისტემტიური ხასიათი აქვს  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების მოსმენას, თვალთვალს და ესეც დიდი რესურსების ხარჯზე?!

– რასაკვირველია, უზარმაზარი რესურსი იხარჯება იმაზე, რაც სუს-ის საქმე სრულიად არ არის. სამწუხაროა, რომ  სუს-ი გახდა კონკრეტული პირების უსაფრთხოების დაცვის კანტორა  და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ ის სრულიად დასცილდა იმ ფუნქციას, რაც მისი მთავარი მისიაა – სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. აუცილებლად უნდა მოხდეს სუს-ის დეპოლოტიზირება, სხვაგვარად არაფერი ეშველება ამ სამსახურს.

სოსო გოგაშვილმა რაც გააკეთა, იმას პროფესიონალი არ გააკეთებდა, რადგან სპეცსამსახურების თანამშრომლებს აქვთ პროფესიული ეთიკა და ის წლების განმავლობაში ყალიბდება. ბოლოს იმას ვიტყვი, ახალი სპეცსამსხურებია შესაქმნელი და დღეს  ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე შეუძლებელია.

 

თეგები: ვახტანგ გომელაურივახტანგ მაისაიასოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved