21 ივლისს ქუთაისში +26 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. აქ წვიმაა მოსალოდნელი.
გორში 27 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. იწვიმებს.
გუდაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსია მოსალოდნელი, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში პერიოდულად იწვიმებს.














კომენტარები