• რეკლამა
  • კონტაქტი
17:11, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთმა შეიძლება ომი მოიგოს უკრაინაში, ძალა აღმართს ხნავს და არაფერია გამორიცხული“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
20:45 07-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,151

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– რუსეთ-უკრაინის ომის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შედეგებს როგორ შეაფსებთ?

– რუსეთმა შეიძლება ომი მოიგოს უკრაინაში, ძალა აღმართს ხნავს და არაფერია გამორიცხული. თუმცა, რუსეთი დაუკრეფავში გადავიდა. გინდ გაიმარჯვოს ომში, დამარცხებული გამოვა საბოლოოდ. რუსეთმა დაკარგა საერთაშორისო საზოგადოების ნდობა და მის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. რუსეთს ენდობოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, განსაკუთრებით ამერიკა, რუზველტი. ცივი ომის დროს ეს ნდობა გაქრა, მაგრამ წინა საუკუნის 90-იან წლებში, ელცინის მმართველობისას რუსეთმა ეს ნდობა დაიბრუნა. პუტინმა ამ ომით ბოლო მოუღო ამ ნდობას. ევროპაში ერთადერთი მოკავშირე ჰყავს რუსეთს, სერბეთი. ისიც მანამდე, ვიდრე ევროკავშირსა და ნატო-ში შევა. არადა, ეს, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება და სერბეთსაც დაკარგავს რუსეთი. ეს ნდობა ყველაფერზე იმოქმედებს. პუტინმა ევროპის მოტყუება ადრე დაიწყო, როდესაც რუსულ გაზზე  ლამის  მთელი ევროპა დასვა. მაშინ ეუბნებოდა ევროპას, რომ ეს მათთვის საფრთხე არ იყო. ეს ჩვენ ვარ ევროპაზე დამოკიდებული, გაზს არ გავთიშავთ, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის და ამით ჩვენ მილიარდებს დავკარგავთ და გავკოტრდებითო, ამბობდა პუტინი. ახლა, ერთმანეთის მიყოლებით გადაუკეტა ევროპის ქვეყნებს გაზი. გამოდის, მოატყუა. საბოლოოდ, რამდენიმე კრიზისულ წელიწადს, განსაკუთრებით მძიმე ზამთარს გადაიტანს ევროპა, მაქსიმუმ, 5 წელს გაიჭირვებენ და ამ დროში ალტერნატიული გზებით იყიდიან გაზს. ასევე იქნება ნავთობზე, ქვანახშირზე და ყველა ელექტრომატარებელზე. თვეში 100 მილიარდ დოლარს იღებდა რუსეთი ევროპაში გაზის გაყიდვიდან. დღეს 40-50 მილიონს მაინც იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ქვეყანამ უარი თქვა რუსულ გაზზე და ზოგს თავად შეუწყვიტა რუსეთმა. აი, მერე, როცა მთელი ევროპა დაეხსენება რუსულ ენერგომატარებლებს, ძალიან ცუდად იქნება რუსეთის საქმე. ამ მილიარდებს დაკარგავს და 90-იანი წლები გაუხდებათ სანატრელი. ის სამხედრო ძლიერება, პუტინმა რომ აღუდგინა რუსეთს, ხუხულასავით დაემხობათ თავზე. სამხედრო ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა განვითარდება, მაგრამ რუსეთს ფული არ ექნება მათ გასავითარებლად, სხვა ქვეყნების დასაწევად. რუსეთის ეს ვითომ მეორე არმია, მეათე გახდება. მარტო ატომური და წყალბადის ბომბები, ზებგერითი რაკეტები არ არის არმია. ევროკავშირში რუსეთის მიმართ ყველაზე სიმპათიურად განწყობილი, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი რომ გამწარებული დარბის და ეძებს  რუსული გაზისა და ნავთობის ალტერნატიულ ბაზრებს, წარმოიდგინე, სხვა ქვეყნები რა ამბავში არიან. მერე, რუსებს ისეთი იმიჯი აქვთ მსოფლიოში, როგორც მეორე მსოფლიო ომის მერე ჰქონდათ გერმანელებს. გერმანელთა რამდენიმე თაობამ გადაიხადა ფაშისტების ნამოქმედარის, სიმხეცისა და ველურობის გამო. იგივე მოუწევთ რუსებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სასტუმროებში, ბარებსა და რესტორნებში არ უშვებენ, ზოგან შეუშვეს ბარებში და არ მოემსახურნენ. ეს უკვე ყოველდღიური ამბავია ევროპაში. რუსი ადამიანის საიმედოობაც დაიკარგა. რუსეთიდან უმრავი უცხოური ბიზნეს-კომპანია გავიდა, მათი წასვლით უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი, მილიარდები დაკარგა ყოველწლიურად რუსეთის ბიუჯეტმა. ამ კომპანიების უმეტესობა როდის დაბრუნდება რუსეთში, კაცმა არ იცის. ბევრი არც დაბრუნდება. ნდობა მთავარია. ევროპაში და ამერიკაში, რუს ბიზნესმენებთან საქმეს აღარ იჭერენ. ან იმისი ეშინიათ, სანქციები არ დაადონ რუს პარტნიორებს და ამით მათ ერთობლივი კომპანიის იმიჯი არ შეელახოს, ან არ მოატყუონ რუსებმა. უცხოელ ბიზნესმენებს ერთობლივი კომპანიების დამფუძნებლებიდან გაჰყავთ რუსები. ეს უკვე კატასტროფაა. არ მეგონა და არავის ეგონა, თუ პუტინი ასე ახლომხედველი იქნებოდა, მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდებოდა და მიახლოებითაც კი ვერ განჭვრეტდა იმ შედეგებს, რაც უკრაინაში შეჭრას მოჰყვებოდა. მერე შეჭრა და ომი ერთია და რაც უკრაინაში რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს, სუფთა ფაშიზმია. გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი დაღუპა პუტინმა. მთელი უკრაინა რომ დაიპყროს, იმის მეასედ ხეირსაც კი ვერ მიიღებს, რასაც ზარალს ნახავს.

აქვე ერთს ვიტყვი. რუსეთი 50%-იანი დისკონტით, ანუ უკვე ნახევარ ფასად ჰყიდის ბენზინს ინდოეთში. ეს ჩვენი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეერთებია და ადგნენ, ის მაინც გააკეთონ, რომ ეს იაფი ბენზინი შემოიტანონ რუსეთიდან. მონოპოლისტებს, ნავთობის მაფიას არ აწყობთ და უნდა ყვლიფონ ხალხი. სხვა რა ვიფიქრო?

 

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved