სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ გამოკითხვაზე დაიბარეს. „უცნობი“ საგამოძიებო სამსახურში,ჟურნალისტების მოსმენების საქმეზე დაიბარეს.
„გამოძიებას კითხვები ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა. გია გაჩეჩილაძემ კანონით მინიჭებული, წყაროს არგამჟღავნების უფლება გამოიყენა. კითხვები იყო: როდის? სად? ვის მიერ? როგორ? რა ფორმით? აქედან გამომდინარე, იყო პასუხი, რომ „გამომდინარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტიდან, ის უფლებამოსილია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენება არ მისცეს“, – განაცხადა გაჩეჩილაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა














კომენტარები