• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
17:55 07-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,183

ლევან ჯავახიშვილი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, რაც იმის დამტკიცების კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იყო, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის არ მართავს ქვეყანას და გარიდებულია პოლიტიკას. ბევრი ამბობს, რომ ეს წერილი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დაიწერა და მან მისი შინაარსი იცოდა. ზოგი კი ფიქრობს, რომ წერილი „ქართული ოცნების“ ოფისში დაიწერა და ივანიშვილმა არაფერი იცოდა მის შესახებ. მე ამ მეორე ვარიანტს ვემხრობი. ყურადღებით წავიკითხე ეს წერილი და სტრიქონებს შუა, მის პათოსში ამოვიკითხე ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მუდარა ივანიშვილისადმი, რომ არ მიატოვოს, არ გაწიროს ეს ხალხი, თუ არჩევანის წინაშე დადგება ივანიშვილი, თუ ამ გუნდის გაწირვა, მას გარკვეულ სარგებელს მოუტანს. ვფიქრობ, ეშინიათ, რომ ივანიშვილმა ევროკავშირთან, ამერიკასთან არ მიაღწიოს გარკვეული სახის გარიგებას, სანქციები აირიდოს და მთელი კაპიტალი შეინარჩუნოს ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ. ბოლოს და ბოლოს, ჯერჯერობით, ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტ ფულსა და ქონებაზეა ლაპარაკი, რომელიც შეიძლება დაუყადაღონ. ამ ფულის შოვნას კი ივანიშვილმა ათწლეულები შეალია.

ამ საკითხებზე „ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

 

– ყველა შემთხვევაში ამგვარი მანევრი, მცდელობა ბიძინა ივანიშვილისგან მოსალოდნელია. შეეცდება აიცილოს სანქციები, უდანაკარგოდ გამოვიდეს ამ პროცესიდან. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, გაწირავს ღარიბაშვილსაც და სხვებსაც. კი, ამ წერილის მთავარი მიზანი იმის მტკიცება იყო, რომ ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში და ოლიგარქი არ არის. თუმცა, საპირისპირო გამოუვიდათ. ძველად, სპარსეთში, შაჰის კარზე იყვნენ მუტრიბები, რომლებიც შაჰის სახოტბო სიმღერებს ჩანგზე ამღერებდნენ და მას ამით ასიამოვნებდნენ.  ღარიბაშვილის ეს წერილი დაახლოებით მუტრიბის ჩანგზე ნამღერის მსგავსი იყო. ცხადია, წერილში ისიც იგულისხმებოდა, რომ არ დაგვტოვო, ჩემო ბატონო, ჩვენც გვიშველე, ნუ გაგვწირავო. ეს არის სამარცხვინო. ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ სისტემაში, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად ქვეყნის პირველ პირად ითვლება და ეს წერილი მისთვის იყო დიდი შეურაცხყოფა. ეს დამახასიათებელია ნაყიდი მონებისთვის, რომელთაც ღირსების ნატამალი არ შერჩენიათ. ეს არის დიდი უბედურება ჩვენთვის, ამ ქვეყნისთვის, რომ ასეთი უღირსებო მმართველები გვყავს. ეს დარჩება შავ-ბნელ მონაკვეთად საქართველოს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ქვეყნის განვითარების პერსპექტივა, სახელმწიფო ინსტიტუტები და დღეს სახელმწიფოთი ვაჭრობს. იმ სახელმწიფოთი ვაჭრობს, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები წარმოვადგენთ, ანუ ჩვენით, ჩვენი შვილებით, მათი მომავლით ვაჭრობს უნამუსოდ. ამოიდო სახელმწიფო ფეხქვეშ და საკუთარი ქონების ფარად და დამცველად გაიხადა.

– უკვე საჯაროდ გავრცელდა ასეთი ვერსია, რომ ივანიშვილი, შესაძლოა, დათანხმდეს ევროპას და ამერიკას პოლიტიკის დატოვებაზე და ამით გადაურჩეს სანქციებს, შეინარჩუნოს მთელი კაპიტალი. რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს?

– ბიძინა ივანიშვილს ცალსახად უთხრეს – დატოვე პოლიტიკა და წადი ქვეყნიდან. გამორიცხული კი არაფერია, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ის ვერც სანქციებს ასცდება და ვერც ძალაუფლების დაკარგვას. შესაძლოა, მას უნდა პოლიტიკიდან წასვლა სანქციების არიდების სანაცვლოდ, მაგრამ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დასმულია აქ ივანიშვილი, პუტინის პირადი ემისარია და „ეფესბეს“ უშუალო კონტროლქვეშ არის. მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად. მასზე აღარ არის დამოკიდებული, დარჩება თუ წავა პოლიტიკიდან. ეს პირადად პუტინის გადასაწყვეტია. პუტინი კი არ გაუშვებს, რადგან მის დავალებებს ფრიადზე ასრულებს და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი რომ დავკარგეთ, ეს ამის ნათელი დადასტურებაა. აქამდე ეს ასე აშკარად არ ჩანდა, რადგან რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში იყო გადატვირთვის პოლიტიკა და ივანიშვილი თამაშობდა პროდასავლური პოლიტიკოსის როლს. მერე, ვითომ პოლიტიკიდან რომ წავიდა, ერთხანს მისი დატოვებული გუნდი ცდილობდა იმავეს. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომმა მოხსნა ყველა კითხვის ნიშანი. უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა რუსეთ-ამერიკასა და რუსეთ-ევროკავშირს შორის, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ რუსეთს უკრაინაში ჯერ შეჭრისა და მერე იქ რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი ფაშისტური ქმედებების გამო. აქ ბრიტანეთიც უნდა ვახსენოთ, რომელიც უკრაინის დიდი მხარდამჭერია. ამ დროს მიიღო ივანიშვილმა დავალება, რომ დასავლეთს დაპირისპირებოდა და დაეჭირა რუსეთის მხარე. ასეც მოიქცა და დღემდე ამ პოლიტიკას აგრძელებს. დღეს ვართ მხარე, რუსეთის მხარეს ვდგავართ როგორც ქვეყანა, ბელარუსსა და სირიასთან ერთად. ეს ძალიან დიდი სირცხვილია. აქედან გამომდინარე, დასავლეთი თუ ადრე რაღაცებზე თვალს უხუჭავდა ივანიშვილს, ახლა მკაცრად ექცევა და ელაპარაკება. იქით პუტინის დირექტივები უნდა შეასრულოს ივანიშვილმა, არადა, მის რისხვას დაიტეხს თავს. აქეთ დასავლეთის სანქციები ემუქრება და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. შედეგებიდან როგორც ვხედავთ, აშკარაა, რომ მას უფრო პუტინისა ეშინია და ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციებს ვერ გაექცევა. საბოლოო ჯამში, იანუკოვიჩივით რუსეთში მოუწევს გაქცევა.

– მოდით, დავუშვათ, რომ ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და ამით სანქციები აირიდა. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ დაიშლება? მის შიგნით არსებული სხვა და სხვა  პოლიტიკური ჯგუფები ძალაუფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს დაჭამენ და ამ ბრძოლაში ხელისუფლება თავზე დაემხობათ? თუ პარტიის შიგნით აღმოჩნდება ძლიერი პოლიტიკური ბირთვი, რომელიც შეძლებს ძალაუფლებისთვის აუცილებელი რესურსის კონტროლს – ფულის, ძალოვანების, კადრების, პროპაგანდის, კიდევ  სხვა რესურსებისას და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას?

– არა, ეს თუ მოხდა, „ქართული ოცნება“ ხუხულასავით დაიშლება. ივანიშვილის კისერზეა ჩამოკიდებული მთელი სისტემა. ის თუ გაეთიშა პოლიტიკას, ამით მორჩება „ქართული ოცნება“, რადგან მის შიგნით არ არსებობს რაიმე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ბირთვი, როგორც თქვენ ვარაუდობთ. ბირთვი კი არა, „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს არანაირი, მეტ-ნაკლებად სოლიდური პოლიტიკური დაჯგუფებაც კი. ვინც დღეს ლიდერებად ითვლებიან „ქართულ ოცნებაში“, მათი ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ გვახსოვს, ივანიშვილი კარნახობს რა გააკეთონ და რა – არა. დამოუკიდებელი გადაწყვეტილება რომ მიიღო, პოლიტიკური წონა უნდა გქონდეს და სისტემა ისე აქვს დაწყობილი ივანიშვილს, ყველანი მასზე არიან დამოკიდებულნი, წარმოადგენენ პოლიტიკურ არარაობებს და შესაბამისად, არც პოლიტიკური წონა გააჩნიათ. ბიძინას ნებართვის გარეშე არც ერთი არ არის მოსული პოლიტიკაში და რაც პოლიტიკაში არიან, ბიძინას გარეშე ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. მეტ-ნაკლები პოლიტიკური წონა ვისაც გააჩნდა, ყველა მოიშორა სხვა და სხვა ეტაპზე და მარიონეტები დაიტოვა, რომელთაც მისი ბრძანების გარეშე, არაფრის კეთება არ შეუძლიათ.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved