• რეკლამა
  • კონტაქტი
14:53, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არის ის ორი ეფექტური საშუალება, რაც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს – რას უყვება „ალიას“ გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
17:08 07-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
839

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონო გიორგი, ევროკომისიამ გადაწყვიტა, 6 თვიანი ვადა მოგვიხსნას დათქმული 12 პუნქტის შესასრულებლად და 2023 წლამდე აღარ განიხილოს საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ეს რას ნიშნავს? საწადელს  მიღწია „ქართულმა ოცნებამ“ და თავისი პრორუსული, ანტიდასავლული პოლიტიკითა და რიტორიკით ჩაშალა სტატუსის მინიჭების საკითხი? თუ სხვა რამ ხდება?

– პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებმა, პრაქტიკულად, ხელი ჩაიქნიეს, აზრი არ აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარსო და ქვეყანამ ამათ გამო გაუშვა შანსი, რომ წლის ბოლომდე ევროკანდიდატის სტატუსი მიგვეღო. რეალურად მოხდა ეს და ამაზე გვითხრეს უარი. შეხედეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებს და განცხდებებს და ისინი დაგარწმუნებენ, რომ არანაირი პირი არ უჩანდა იმ პირობების შესრულებას, რაც ჯერ ევროკომისიამ და მერე ევროპულმა საბჭომ დაადგინა რეკომენდაციის სახით. ეს იყო შანსი, რომ ამ წლის ბოლომდე მიგვეღო ევროკანდიდატის სტატუსი და ეს ჩაფლავდა.

-ჰოდა, მაგას ვამბობ, გამოდის, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მიუღწევიათ საწადელისთვის?

– ვიდრე ხელისუფლებაში ესენი არიან, კი, მიღწეული აქვთ ეგ საწადელი. ქვეყანას მართავს რუსული ადმინისტრაცია, რომლის სურვილია, მთლიანად ჩამოგვაცილოს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს. შესაბამისად, აღმოვჩნდეთ მარტონი და მერე იოლად გადასყლაპი ლუკმა ვიქნებით რუსეთისთვის, რათა მან სრული ანექსირება მოახდინოს საქართველოსი. კი, ამ ეტაპზე ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენ ვუყურებთ, როგორი ანტიდასავლური კამპანიაა გაჩაღებული, ყველა ამქვეყნიურ ცოდვაზე ბრალს მათ სდებენ. ამ დროს, რუსეთის ბევრ თავხედობაზე ხმას ვერ იღებენ. აქედან გამომდინარე, დასავლეთთან ხიდების გადაწვის პროცესი მიმდინარეობს და ვერც ევროპა და ვერც ამერიკა, ამ ხელისუფლების პირობებში ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ. კი, თქვენ მართებულად ბრძანეთ, როცა ხაზი იმას გაუსვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ამ ეტაპზე მიაღწიეს საწადელს, ევროკანდიდატის სტატუსი დაუკარგეს ქვეყანას. დიახ, მხოლოდ ამ ეტაპზე გაიტანეს თავიანთი და მთავარია, საბოლოდ ეს ბრძოლა ვერ მოიგონ. თუმცა საბოლოოდ ქართველ ხალხზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ გვინდა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, თუ გული შეგვტკივა მის მომავალზე, უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ყველა სიკეთე მივიღოთ დასავლეთიდან, რისი შანსიც მოგვეცემა. თუ მონებად ვართ დაბადებულები, მაშინ ვიყოთ ასეთ მდგომრეობაში და ამით განაჩენს გამოვუტანთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს მომავალს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ესენი ბოლომდე გაიტანენ თავისას, ამათი დასასრული უკვე დიდი ხნის დაწყებულია.

– თუ 2023 წელსაც ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, კიდევ გადაიწევს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მაშინ, ხალხმა მანამდე უნდა გაუშვას ესენი ხელისუფლებიდან. 2023 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ უწევს და გამოდის,რაღაც სხვა მეთოდებით, საშუალებებით უნდა ჩამოაცილოს ხალხმა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას?

– რიგგარეშე არჩევნები თუ არ ჩატარდა მანამდე, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ქვეყნის ცივილიზებული განვითარების ყველანაირი პერსპექტივა. დღეს ოკუპაციური რეჟიმი მართავს ქვეყანას, მაგრამ ერთ დღესაც შეიძლება გავიღვიძოთ და სახელმწიფო კანცელარიის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებდეს. ვიდრე ეს არ მომხდარა, რიგგარეშე არჩევნებია აუცილებელი და ორმა ფაქტორმა უნდა იმუშაოს. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რაც მოახლოებულია, რაც პოლიტიკურად წელში გატეხავს ივანიშვილს, გადაუკეტავს სასუნთქ არეალს და ეს მისცემს ბიძგს, შიგნით დაიწყოს ხელისუფლების ჩამოშლა. ამავე დროს, ქვეყანაში უნდა გაიმართოს მასობრივი აქციები, ხალხის დიდი წინააღმდეგობა უნდა დაინახოს რეჟიმმა. ანუ, გარეთ სანქციები და შიგნით აქციები – ეს არის ამ ვითარებაში მიზნის მიღწევის ეფექტური საშუალება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და არც ჩვენ უნდა გავჩერდეთ, არც ევროკავშირი და ამერიკა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე.

 

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან  საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში

14:43 05-05-2026
რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved