• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ერთხელ ამათთვის უნდა დავთვრე“- თაკო მათეშვილი

ალია ავტორი - ალია
05:05 07-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
522

ჟურნალისტი თაკო მათეშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთხელ ამათთვის უნდა დავთვრე

აფთიაქში:
ვკითხულობ ორლარნახევრიან წამალს.
ფარმაცევტი: ეგ არ გვაქვს, მაგრამ მაგის შემცვლელი გვაქვს, ტაჯიკური ფირმის, ძაან კარგია და127 ლარი ღირს. გნებააავთ?

მაღაზიაში:
– სამი ლარის ორცხობილა ამიწონეთ.
– 19 ლარისაა და იყოს?

ბანკში:
– ბარათის გაუქმება და ანგარიშის დახურვა მინდა.
– კარგით, დაგვჭირდება თქვენი პირადობა, პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, ნასამართლეობის ცნობა, სკოლის ატესტატი, ბანკეტის ფოტოალბომი, უნივერსიტეტის ორი დიპლომი, ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის სერტიფიკატი, ოჯახის ყველა წევრის, ორი მეზობლისა და რამდენიმე სისხლით ნათესავის თანხმობა, სამსახურის უშუალო უფროსისა და მთელი დეპარტამენტის წერილობითი დასტური, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რეკომენდაცია თქვენი პირველი დამსაქმებლისგან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბეჭედი და შარლ მიშელის ხელმოწერა.

მარშუტკაში:
– ზოოპარკთან გაივლით?
– ნახალოვკაში გავივლი და იქიდან გადაირბენ, რა.

ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში:
– წითელი კაბა დამიდეთ, მუხლამდე სიგრძის.
– შავი ელასტიკი/ლურჯი მაისური/ კოპლებიანი ჩანთა/ყვითელი შორტი/ეივონის პროდუქცია/სტამბულის თეთრეული/მაისის თაფლი/ვარკეთილში ოთახნახევრიანი მაქვს და დაგიდეეეფ <3

ქალების ჯგუფებში:
– გოგოებო, ჩემი ქმარი მამწარებს. ყოველ დღე მაგინებს, მღალატობს, ზოგჯერ ღამე ქუჩაში მაგდებს, თან არ მუშაობს, სვამს, ხელფასს მართმევს და თამაშობს, სულ ბირჟაზე დგას და ბავშვი რაც დაიბადა, მას მერე ხელში არ აუყვანია. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე? ოღონდ დაშორება არ მირჩიოთ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი!

სამედიცინო ჯგუფებში:
– გოგოებო, 17 წელია მტკივა კუჭი, ისე, რომ საჭმელი არ მიჭამია ბოლო 7-8 წელი იქნება. ახლა ღვიძლიც ჩაითრია და თირკმელსაც გადასცემს ტკივილს. სუნთქვაც მიჭირს, ვერც ხელებს ვამოძრავებ ხეირიანად და მარცხენა თვალიდანაც ვეღარ ვიყურები. ექიმთან წადიო, არ მითხრათ, რაიმე შინაურული მასწავლეთ, რა დავლიო?

თინეიჯერების ჯგუფებში:
– აუუუუ, შეყვარებული ვნახე 4 თვის წინ. კაფეში ნაყინი ვჭამეთ და ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოვედით. დამშვიდობებისას ლოყაზეც მაკოცა და ორსულად ხომ არ ვიქნებიიიი, გთხოოოვთ, დამამშვიდეეეეეეეთ?

ცხოველების მოყვარულთა ჯგუფებში:
– ჩემმა უსაყვარლესმა ცუგამ ორი მეზობელი შეჭამა, სამს კიდურები მოაგლიჯა და თორმეტიოდე აპარატზეა შეერთებული. ეტყობა აურა აქვთ ბინძური და იგრძნო ძაღლმა, რას გამოაპარებ. კიდე აქეთ მემდურებიან, ზოგი რა ბოროტიააააა?

სასოწარკვეთილების ჯგუფში:
– ასოცდამეთოთხმეტედ გამოვიძახე საშაურმე „რითვერგასკდაშენიმუცელიდან“ შაურმა და ისევ აკლია წიწაკა. აი, პროსტა, რა გახდააააა??? მეორედ აღარ შევცდები!

რემონტის ჯგუფში:
– 15 კვადრატულ ფართში როგორ გადავანაწილო ოთახები ისე, რომ კაი მოზრდილი მისაღები გამომივიდეს, სამზარეულო ცალკე (ოთახში რო საჭმლის სუნი დგება, არშემილია), სამი საძინებელი, აბაზანა და საკუჭნაოსთვისაც დამრჩეს ადგილი???

ველური ბუნების ჯგუფში:
– ეს რა გველია? სამზარეულოში შემომიძვრა და შხამიანია?
-უსაყვარლესი პითონია. არაფერს დაგიშავებს, იმედია რძე დაალევინე, დუდუკზე დაუკარი და მისთვის ბუნებრივ გარემო პირობებში გაუშვი, ისე, რომ არ დაგისტრესავს!

ჯანსაღი კვების ჯგუფში:
– 18 გრამ ავოკადოს რამდენი კალორია აქვს? 23 გრამ სტაფილოზე ბევრად მეტი ექნება?

აბიტურიენტების ჯგუფში:
– ჩაწყობილია ყველაფერი!

ავეჯის ჯგუფებში:
– ოჯახიდან იყიდება გასაშლელი მდივანი.

ორსულების ჯგუფში:
– 30 კვირის ორსულები დამენახეეეეეთ ❤️

დედების ჯგუფში:
– დედიკოებო, აბა ამ პამპერსის ფოტოს შეხედეთ, კაი ფერზე გავიდა??

სერიალების ჯგუფში:
– რას ერჩით ჩცდ-ს სოსოს, ვერ გავიგე, ტყუის რამეში???

გლდანის ჯგუფში:
– @კოტე ზარნაძე მტრედებმა ისევ ჩემს სარეცხს დაასკინტლეს, იქნებ ამ პრობლემასაც მიხედოთ!

სამეგობროს ჯგუფში:
– რა ვქნა, შევხვდე თუ სამუდამოდ დავიკიდო???”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved