• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შარლ მიშელი რომ არ გამოჩენილიყო ბოლო არჩევნების დროს, ყველაფერი ნორმალურად შეიძლება წასულიყო“ – ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:23 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
498

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“  ესაუბრება ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.

– როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ?

– არა მგონია, ევროკავშირმა დაასანქციროს. უარეს შემთხვევაში შესაძლოა, დაუყადაღონ ქონებისა და საბანკო ანგარიშების ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით, სასამართლოს გზით დაიბრუნებს თავის ქონებას. არც იმას გამოვრიცხავ, ევროკავშირის იმ სტრუქტურების მესვეურებთან, ვინც ამ დასასანქცირებელი ხალხის სიას ადგენს, ივანიშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდეს, ერთი 100 მილიონი გადაიხადოს და საერთოდ დაანებონ თავი. ყველაფერზე წავა, სანქციები რომ აირიდოს თავიდან. ისე, ამ დღეში რომ ვართ, ევროპამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე. შარლ მიშელი რომ არ გამოჩენილიყო ბოლო არჩევნების დროს, ყველაფერი ნორმალურად შეიძლება წასულიყო. შარლ მიშელმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. არადა, რომ  არ შესულიყვნენ, დამთავრებული იყო „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობა, არჩევნები გაყალბებული იყო და დარჩებოდა „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. სხვა გზა აღარ დარჩებოდა, დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს და დღეს კოალიციური მთავრობა გვეყოლებოდა. თუმცა, მარტო შარლ მიშელს ვერ დავაბრალებ, მთავარი დამნაშავე მაინც ოპოზიციაა. დედები იგინეს, კაცო, არჩევნები გაყალბდა და ვინც პარლამენტში შევიდეს, იმის ასე და ისეო.  უნდოდათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ ვერ შედიოდნენ. მაშველ რგოლად შარლ მიშელი გამოუჩნდათ. იმას ჩაებღაუჭნენ და შალვა ნათელაშვილის გარდა, ყველამ გაცურა- შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის მხრიდან ეს იყო ამომრჩევლის ღალატი.  ეს რომ არ მომხდარიყო, რაც კოალიციური ხელისუფლებამდე მიგვიყვანდა, ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკომისიამ მოგვთხოვა, უკვე შესრულებული გვექნებოდა და ევროკავშირის სტატუსსაც მივიღებდით. ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც დამნაშავეა. აი, ასეთ შავ დღეში ვართ.

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved