• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი” – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
00:28 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
280

ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და თქვენი ტელევიზიის დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა

„მაშინ არ იყო თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველი?! მაშინ კრიტიკული მედია არ იყო ხელშეუხებელი?! როდესაც გამოდიოდა ამბობდა, რომ „იმედი“ უნდა დაიხუროსო, სახელმწიფოს სჭირდება ასეო და დღეს, როდესაც ამდაგვარი საერთოდ არ ხდება – მისი ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ჟურნალისტები ჩვეულებრივად მუშაობენ. დღეს ამბობს ზუსტად იმას, რაც მაშინ უნდა ეთქვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, გვარამიამ დანაშაული ჩაიდინა, ამოეფარა მედიას, პოლიტიკას და დღეს ამ სტატუსით ცდილობს რომ მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს.

„დღეს მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემამ საქმე აღძრა ყოფილი პრეზიდენტის, დოდონის წინააღმდეგ. მოლდოვასაც შეტანილი აქვს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მოლდოვის სასამართლოც პოლიტიზებულია და დაკვეთებით მუშაობს? გვარამია ცდილობს თავისის სტატუსით მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს. ეს არის ევროპული სასამართლო? მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით ვინც საქართველოში მუშაობს, რადგან ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას რა შეუძლია. რამდენი ცრუ წერილის დაწერა შეუძლია, რამდენი ზარის გაკეთება შეუძლია არარსებულ ინფორმაციაზე. თვითონ ეს ხალხი არ იყო ელჩებს რომ ლანძღავდნენ 2-3 თვის წინ. ამერიკის ელჩს თავს რომ დაესხა პირდაპირ ეთერში და აკრიტიკებდა გვარამია აღარ გახსოვთ? ევროკავშირის ელჩს რომ დაესხნენ თავს და აკრიტიკებდნენ აღარ გახსოვთ? ესენი არ იყვნენ, რომლებიც დღეს მოუწოდებენ ამ ხალხს გამოდითო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved