სადილის წინ ან შემდეგ, აზოვსტალი” ჩვენი იქნება, – აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა “ტელეგრამზე” განაცხადა.
კადიროვის თქმით, თუ საწარმოში მებრძოლები დათანხმდებიან იარაღის დაყრაზე, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, უმაღლესი მეთაურის ხელმძღვანელობით, “მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს”.
“მინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი – დღეს, ლანჩამდე ან ლანჩის შემდეგ, აზოვსტალი მთლიანად იქნება რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ. ყველაფერი მზად არის, სტრატეგია მზადაა, ჯარისკაცები მზად არიან, ამას მხოლოდ დრო სჭირდება”, – აცხადებს კადიროვი.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე რუსების შეტევა რამდენიმე ხანია, რაც უშედეგოდ გრძელდება. უკრაინელი სამხედროები დანებებას არ აპირებენ და ქალაქის დაცვას წარმატებით აგრძელებენ.
კომენტარები