ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ ისაუბრა:
“ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მალე ომის მეორე, ძალიან სისხლიან ეტაპზე გადავალთ. ჩვენ პირველისგან განსხვავებული, ბევრად უფრო ფართო, უფრო რთულ და ძალიან სისხლიან საფეხურზე გადავინაცვლებთ, რომელიც როგორც აღმოსავლეთით – დონბასში, ასევე სამხრეთით – ყირიმსა და მარიუპოლისკენ იქნება“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.
მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის დაპირისპირება წესით, არ უნდა გაჭიანურდეს.„მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, მშვიდობიანი მოსახლეობის ახალი დანაკარგები, უკრაინას კიდევ ექნება“, – დასძინა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.
კომენტარები