• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

ალია ავტორი - ალია
18:11 03-30-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

 

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“  სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესიდეები წარადგინეს. ავტოინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20-მდე სტარტაპმა პრეაქსელერაციის ეტაპი გაიარა. აქსელერაციის ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა:

  1. Autoelement – მეორადი ავტონაწილების P2P ონლაინმაღაზია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნაწილისა და ავტომობილების მფლობელებს;
  2. Ivi legal – იურიდიული პლატფორმა ლოჯისტიკის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია სატვირთოს მძღოლების მხარდასაჭერად, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში;
  3. Sos auto – ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია ავტოდახმარების, ევაკუატორის გამოსაძახებლად;
  4. Take me – მძღოლებისა და მგზავრების დასაკავშირებელი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამანათების სანდოდ და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
  5. MG Drones – მცირე და საშუალო ზომის ამანათების ტრანსპორტირება ტექნოლოგიურად დახვეწილი დრონების საშუალებით;
  6. Cartune – Airbnb-ის შინაარსის აპლიკაცია ავტოინდუსტრიაში, რომლის მიზანია, მომხმარებლები დააკავშიროს ავტოხელოსნებთან;
  7. Unipass – სატრანსპორტო კომპანიებისა და მგზავრების დამაკავშირებელი ერთიანი პლატფორმა, რომელიც აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ზრდის უსაფრთხოებას. პლატფორმა წარმოადგენს Web და Mobile ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ პროდუქტს ჯავშნების მიმართულებით;
  8. Egarage – აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, აკონტროლოს სერვისის მიღების ვადები;
  9. Opucat – მოპედებისთვის განკუთვნილი სამგზავრო ჩანთა გათბობისა და გაცივების სისტემით;
  10. SD – ჭკვიანი ტექნოლოგია უსაფრთხო მგზავრობისთვის. მოწყობილობა ახდენს ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირებას, ამოიცნობს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი ალკოტესტის ჩამბარებელი და მანქანის მძღოლი.

აქსელერაციის ეტაპისთვის შერჩეული სტარტაპები 5000-ლარიან გრანტს მიიღებენ. მომავალი 3 თვის განმავლობაში გუნდები მიღებული ინვესტიციით საკუთარი ბიზნესიდეის პროტოტიპის ფორმირებასა და ტესტირებაზე იმუშავებენ. მათ ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში დარგობრივი სპეციალისტები და გამოცდილი სტარტაპერები დაეხმარებიან. მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან, დაესწრებიან P2P შეკრებებსა და მოწვეული სპიკერების სესიებს. საბოლოოდ, სტარტაპის შედეგებსა და პროტოტიპებს გუნდები დემო დღეზე წარადგენენ და გამარჯვებულებს ექნებათ წვდომა 200 000ლარიან საინვესტიციო ფონდთან.

„Startup Drive-მა გვაჩვენა, რომ კორპორაციული სააქსელერაციო პროგრამის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მოთხოვნა მაღალი იყო ავტოინოვაციების მიმართულებითაც. პრეაქსელერაციის ეტაპის შემდგომ, სესიებისა და მენტორების დახმარებით, შერჩეული სტარტაპების განვითარების მხრივ, დიდი წინსვლა გვაქვს. მიხარია, რომ 10 ძალიან საინტერესო სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კიდევ უფრო რეალური გახადოს“,- ირაკლი ქაშიბაძე, „Future laboratory“-ის დამფუძნებელი.

„ავტოინდუსტრია ბოლო წლებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა, ამ მიმართულებით, ბევრი სტარტაპი აქტიურად მუშაობს. Startup Drive-ით, სწორედ ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. 15 იდეა მოვისმინეთ და მიხარია, რომ არჩევანის გაკეთება მარტივი არ იყო. ეს უკვე ნიშნავს პროექტის წარმატებას და  კიდევ ერთ ნაბიჯს სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად“, –  დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი.

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. 3 კვირის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა თემატურ სესიას დაესწრნენ და რეკომენდაციები ქართველი და უცხოელი მენტორებისგან მიიღეს.

 

 

 

 

თეგები: ბიზნესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved