• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი ევროსასამართლოს უჩივის ევროსასამართლოში – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
19:15 03-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

„ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

„სააკაშვილის განცხადებები კიდევ ერთი თვალთმაქცობაა. სხვათა შორის, დღეს ჟურნალისტებთან ვსაუბრობდით, როგორ სცადეს მათ მამუკა მდინარაძის ბრიფინგის გადამღერება, თითქოს მან წინასწარ უკარნახა ევროსასამართლოს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ამ შუალედურ ეტაპზე. სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ თუ სასამართლო დასაშვებად ცნობს ამ საჩივრებს, „ნაცმოძრაობა“, დიდი ალბათობით, ამას გამარჯვებად გაასაღებს. ზუსტად ასეც მოხდა – გამოვიდა დღეს სააკაშვილი და თქვა, რომ ეს არის მისი უდიდესი გამარჯვება. როცა სტრასბურგში საჩივარი იგზავნება, იქ არის ორი ძირითადი ეტაპი. პირველ ეტაპზე სასამართლო განიხილავს, დასაშვებია თუ არა ეს საჩივარი, ამას ჰქვია კომუნიკაციის ეტაპი. როდესაც საჩივარი უკვე კომუნიცირებულია, იწყება არსებითი განხილვა და მტყუან-მართლის გარჩევა. სააკაშვილმა კი უკვე დღეს თქვა, რომ მან გაიმარჯვა. ეს არის სამართლებრივი ტყუილიც, პოლიტიკური ტყუილიც და მანიპულაციის კიდევ ერთი მაგალითი. ალბათ, ამას სერიოზულად ვერც მოვეკიდებით. რას უკავშირდება ეს საჩივრები? ევროსასამართლომ უკვე განიხილა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეები და პირდაპირ დაადგინა ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევები. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სასამართლომ ამხილა ორკესტრირებულად მოქმედებაში. ევროსასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტი და მისი ყველა დაქვემდებარებული უწყება, ხელისუფლების ყველა შტო მოქმედებდა კოორდინირებულად, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება. რას ასაჩივრებს სააკაშვილი? სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და მისი უფლებები არ დარღვეულა? ვალერი გელაშვილის მიმართ უმძიმესი ანგარიშსწორება არ ყოფილა? ევროსასამართლოს ევროსასამართლოშივე უჩივის სააკაშვილი და ვნახოთ, რა გამოვა აქედან“.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved