• რეკლამა
  • კონტაქტი
08:34, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ იღუპებიან მაღალი რანგის რუსი სამხედროები ომში და ჰყავს, თუ არა ელიტარული ქვედანაყოფები ზურგში? – კახა ესებუა

ალია ავტორი - ალია
00:12 03-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,845
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, კახა ესებუა:
“სამწუხაროდ, უკრაინის ომის ფონზე საინფორმაციო სივრცეში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსული პროპაგანდა. პრინციპში გასაგებიცაა – თუ არ ხარ ამ სფეროს პროფესიონალი, რუსულ ჯარზე წარმოდგენა რუსულივე პროპაგანდით გექმნება, რომელიც ამბობს რომ რუსეთს აქვს ზესაიდუმლო, ზეთანამედროვე, უანალოგო შეიარაღება და სუპერჯრისკაცები. ისინი ამ ეტაპზე ჩრდილში არიან წამოწოლილები და ელოდებიან როდის ამოიხოცებიან „ბანძი რუსული ქვედანაყოფები“, რომ შევიდნენ და ქვა ქვაზე არ დატოვონ უკრაინაში.
ცალკე გამოვყოფ ამ აბზაცს – არავის არც დავცინი, არც ჩემი ცოდნით სხვისი დამცირების სურვილი მაქვს. ეს ჩემი საქმე და ჩემი პროფესიაა, რომელსაც უკვე 15 წელი მივუძღვენი. ასე რომ ბუნებრივია, მე სხვაზე უფრო მეტი ვიცოდე კონკრეტულ სფეროში. უბრალოდ ამ პოსტით ვცდილობ წინ აღვუდგე ტყუილებს და გითხრათ სიმართლე რუსულ არმიაზე და მის შედეგებზე უკრაინაში.
ადამიანებისთვის, ვინც არ იცნობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, ვეცდები მოკლედ და გასაგებად ავხსნა. რუსეთის ჯარი იყოფა 5 სამხედრო ოლქად – დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი. ძირითადი და ყველაზე ძლიერი ოლქებია სამხრეთი და დასავლეთი, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენსა და უკრაინის მიმართულებაზე. ისინი სრულად არიან აჟამად ჩართული საბრძოლო მოქმედებებში. თითო სამხედრო ოლქში საშუალოდ 2-3 არმიაა. თითოეულ არმიაში საშუალოდ 25-40 ათასი სამხედროა. არმიები შედგება დივიზიებისგან, რომელშიც 10-12 ათასი სამხედროა. დივიზიები ბრიგადებისგან კომპლექტდება და ა.შ.
ახლა მოდი ჩამოვთვალოთ იმ გენერლების და მაღალი რანგის ოფიცრების სახელები და თანამდებობები, რომლებიც უკრაინაში უკვე დაიღუპნენ.
გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე. იქამდე იყო მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის მეთაური. ცენტრალურ სამხედრო ოლქში სულ 2 არმიაა და აქედან ერთის მეთაურის მოადგილე ბრძოლის ველზე დაიღუპა. შეგახსენებთ, ეს ოლქი პასუხისმგებელია ცენტრალური აზიის მიმართულებაზე.
გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი – იგივე 41-ე არმიის შტაბის უფროსი.
გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი – 29-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური. ეს არმია აღმოსავლეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის, აი ჩინეთსა და იაპონიაზე რომ აგებს პასუხს.
გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი – 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. აღსანიშნავია, რომ ეს დივიზია დასავლეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის და სპეციალურად უკრაინაში შეჭრისთვის შექმნა.
გენერალ-ლეიტენანტი ანდროი მორდვიჩევი – მე-8 საერთო-საჯარისო არმიის მეთაური. ეს არმია ჩვენს, სამხრეთ სამხედრო ოლქს ეკუთვნის. დაიღუპა ჩერნობაევკას (ხერსონი) აეროდრომზე. ამ აეროდრომზე უკვე ანეკდოტები დადის, 8-ჯერ გაანადგურეს იქ რუსეთის ძალები.
ვიცე-პოლოვნიკი დიმიტრი საფრონოვი – ცალკეული 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური, ჩრდილოეთის სამხედრო ოლქიდან. მაგას არქტიკის მიმართულება ებარა, წესით.
ვიცე-პოლკოვნიკი დენის გლებოვი – მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე. გმირულად დაიღუპაო, ამბობენ.
პოლკოვნიკი კონსკანტინ ჟიჟევსკი – 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური. ეს პოლკი ლეგენდარული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის შემადგენლობაში შედის.
გენერალი მაგომეტ ტიშაევი – ჩეჩენი „გენერალი“, კადოროვის ძმა და მეგობარი. მეტის მასზე დაწერა არ ღირს.
კიდევ არაერთი მაღალი რანგის ოფიცერი დაიღუპა უკრაინაში.
შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რუსული არმიის სამეთაურო ჯაჭვის სერიოზული ნაწილია განადგურებული. ახლა ჩნდება კითხვა რატომ იღუპებიან ეს მაღალი რანგის სამხედროები ბრძოლაში? (შედარებისთვის – ამერიკამ ერაყისა და ავღანეთის კამპანიების განმავლობაში 2001 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ 1 გენერალი დაკარგა, ისიც არასაბრძოლო ვითარებაში). პასუხი ასეთია – დაღუპული მეთაურების დიდი ნაწილი შედარებით „ნიაბსტრელინი“ ქვედანაყოფების წარმომადგენლები იყვნენ. ზოგადად, უკრაინაში რუსულ არმიას ერთი დიდი პრობლემა უდგას – პირად შემადგენლობას არ უნდა ომი. ამიტომ, მეთაურებს უწევთ პირადი მაგალითის ჩვენება უფრო დაბალი რანგის მეთაურებისთვის. როგორც ჩანს, ამას კრემლიდან დაჟინებით ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ „პირად მაგალითს“ ბევრმა რუსმა სამხედრომ მიბაძა და სამუდამოდ დარჩა უკრაინის მიწაზე.
რაც შეეხება უფრო გამოცდილ ქვედანაყოფებს, მათი მართვა და კონტროლი შედარებით უფრო აწყობილია და მათ მეთაურებს არ უწევთ წინა ხაზზე სირბილი. ზოგადად, ვიღაცას ეს წინა ხაზზე ყოფნა შეიძლება ვაჟკაცობად მოეჩვენოს. რეალურად ეს არის დიდი სისუსტე და არაკომპეტენტურობა. ამ გენერლებს წინა ხაზზე სარბენად ჰქონდათ დრო ახალგაზრდობაში, ახლა კი მათი ადგილი ზურგში, შტაბშია.
ახლა ავხსნი რა ძალა ჰყავდა რუსეთს მობილიზებული უკრაინის მიმართულებაზე. რუსეთის სახმელეთო ძალები დაახლოებით 280 ათასია, ოღნოდ ამაში შედის მზარეული, დარაჯი, ხელოსანი, დამლაგებელი და საერთოდ ყველა ცოცხალი ადამიანი. უკრაინის მიმართულებაზე მობილიზებული იყო მათი რეალური ძალის საუკეთესო 50-60%.
ამ დროისთვის რუსეთი ცდილობს თავი მოუყაროს კიდევ 10-20%-ს, რომელთა მზადყოფნა პირველ ეშელონზე დაბალია. სულ ესაა სანაქებო რუსული არმია, რომელსაც უზარმაზარი დანაკარგები აქვს. პირველი გვარდიული სატანკო არმია, თავის ტამანის და კანტემიროვის დივიზიებით უმძიმესი დანაკარგების გამო პრაქტიკულად გაყვანილია ბრძოლიდან გადაჯგუფებისთვის, 76-ე ფსკოვის დივიზიამ დიდი დანაკარგები მიიღო, იგივე ბედი ეწია 90-ე სატანკო დივიზიას და 35-ე მოტომსროლელ ბრიგადას. დიდი ზიანი მიადგა მე-200 მოტომსროლელ ბრიგადას. ჯამში, პირველი ეშელონის ძალების დაახლოებით 1/3 გაყვანილია ბრძოლიდან ამა თუ იმ მიზეზით.
ახლა, იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსებს ელიტარული ქვედანაყოფები კიდევ ზურგში ჰყავთ და ჯერ ვიღაც ბანძებს აბრძოლებენ, სთხოვეთ, დაგისახელონ კონკრეტული ქვედანაყოფები. მერე ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ამ სტატუსის ქვეშ დაწეროთ. პარალელურად, შეგიძლიათ ეს ინფო რუსეთის გენშტაბსაც მიაწოდოთ, ძალიან გააკვირვებთ, თუ ეტყვით, რომ საუკეთესო ძალები ჯერ კიდევ რეზერვში ჰყავთ.”
თეგები: კახა ესებუარუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved