• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიებში არიან – IDFI-ს კვლევა

ალია ავტორი - ალია
18:06 03-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში – არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს და წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში შეჭრისთვის მსოფლიომ რუსულ ბიზნესს უარი უთხრა და სანქციები დაუწესა, მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რა ვითარებაა ამ კუთხით ქვეყანაში – კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილნი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში – წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა კავშირები მსხვილ რუსულ კომპანიებთან და ინდივიდებთან, მაგალითად, როსტელეკომი, გაზპრომი და მიხაილ ფრიდმანი. რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიებში და გამარტივებული წესით იგებენ სახელმწიფო ტენდერებს.

“- კომუნიკაციების სფეროში, იდენთიფიცირებულია ისეთი ფართოდ ცნობილი ბიზნესმენების კავშირები (მფლობელობა, მმართველი წილები), როგორიცაა უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი (კომპანია LეტტერOნე). Მისი სხვა კორპორაცია „ალფა ჯგუფი” ფლობს მინერალური წყლის, „ბორჯომის” წარმოებას საქართველოში. მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა იმ მიზეზით, რომ იგი ერთი მხრივ აქტიურ მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევდა და სარგებელს იღებდა იმ რუსი პირებისგან, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე იყვნენ პასუხისმგებლები.

– კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების წინადადებებით ცნობილი – პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშნელოვანი გავლენა. ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთრებაშია შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი – ფოპნეტი”. Ამ უკანასკნელის ბიზნესპარტნიორია რუსული კომპანია “ვესტელკომი”, რომელიც, თავის მხრივ, რუსული საკომუნიკაციო კომპანია “როსტელეკომის” შვილობილი კომპანიაა.

– საქართველოში მოქმედი მაუწყებლების ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია კვლევის ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა.

– Საბანკო სექტორში, იდენთიფიცირებულია მხოლოდ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას” რუსული კომპანია „ვეტებე ბანკი”-ს მფლობელობა. ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე არის რუსეთის ფედერაცია 59.34%-ით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და ვითიბიმ საკუთარი პორტფელების სხვა ბანკებზე გასხვისება დაიწყო.

– სასარგებლო წიაღისეულისა და მინერალური წყლების სექტორებში, რუსული კავშირების იდენტიფიცირების შემდეგ (მოქალაქეობის ან/და კუთვნილების მიხედვით), შემოწმდა 120-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის საქმიანობა.

– აღნიშნულ სექტორებში რუსული კავშირები, მფლობელობისა და მმართველობითი წილები, ისევე როგორც მმართველ პარტიებთან აფილირება გამოიკვეთა შემდეგ კომპანიებში: ღMG Gოლდ, შპს “მინერალური წყალი საირმე”, შპს “კაპიტალ ჯგუფი”, შპს “მეგა ჰოლდინგი”, “გრუზვინპრომი”, შპს “მიქსორი”.

– ჩამოთვლილი კომპანიები ფლობენ ლიცენზიებს მინერალური წყლების, ოქროს, ქვანახშირის მოპოვებაზე. მაგალითისათვის, შპს “მინერალური წყალი საირმე” მინერალური წყლების მოპოვების 5 სხვადასხვა ლიცენზიას ფლობს. კომპანიის მესაკუთრეცა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი რუსეთის მოქალაქეები არიან. საბჭოს აღნიშნული წევრი, გია გვიჩია, რუსეთში ცნობილი მილიარდერია, მისი და, ნანა გვიჩია კი პეტერბურგის ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეა.

– შპს “მიქსორი” მინერალურ წყლებს მოიპოვებს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე შპს “ქისთოუნ ინვესთმენთსია”, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქე თემურ ანჩაბაძე ფლობს. “ქისთოუნ ინვესთმენთსი” ანჩაბაძის რუსული ბიზნესჯგუფის წევის კომპანიაა და მათსავე ვებგევრდზე აღწერილია როგორც კომპანია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას შოუტჰ შტრეამ პროექტში, რათა გაზარდოს რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება და დამატებითი გაზის ტრანსპორტირება ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთის რეგიონებში“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved