• რეკლამა
  • კონტაქტი
00:03, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გულზე, იქ, სადაც ჯვარს ვატარებთ, პატარა ქისა ეკიდა, გახსნა, ამოიღო მოკლული შვილის წინდა, სახეზე მიიკრა, დაკოცნა“ – რას იხსნებს მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:05 02-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:

„საბჭოთა ბავშვი ვიყავი და მშიერი, გაძვალტყავებული, ფოტოზე ნანახი სომალელი ბავშვები ძალიან მეცოდებოდა, ყველას გვეცოდებოდა, მაგრამ შორიდან; ის ჩვენთვის სხვა სამყარო იყო.
ერაყში საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, კი, ომის მოძულეები თანავუგრძნობდით ხალხს, მაგრამ ეს მაინც სხვა სამყარო იყო ჩვენთვის.
სირია, სირიელი ხალხის ჩახოცვა ჩვენს თანაგრძნობას იწვევდა, მაგრამ, მაინც ეს სხვა სამყარო იყო, ჩვენთვის საკმაოდ უცხო და ჩვენს კანზე ვერ გვეტკინებოდა.
ავღანეთი- რაც თავი მახსოვს, სულ ომშია და შევეჩვიეთ. ისინიც შეეჩვივნენ. თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. “ფრანით მორბენალი” რომ წავიკითხე, სხვანაირად მეტკინა ავღანელების ტკივილი. მაგრამ ის მაინც სხვა სამყაროა ჩვენთვის, უცხო.
სერბების ტკივილი სხვა სიმძაფრით აღვიქვი და ვერ დავივიწყე…ეს უსამართლობა დღემდე არ მაძლევს მოსვენებას, უფრო ახლობელი არის მართლმადიდებელი ერი და იმიტომ.
ის ცოდვის კალო, რაც დღეს სლავური გენის თავს ტრიალებს, თითოეული უკრაინელის და თითოეული რუსის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, ნერვებ დაგლეჯილები და თავგზააბნეულები ვართ, განვიცდით, გვტკივა, ჩვენს კანზე ვგრძნობთ დიდი სიკვდილის კალოს!!!
ეს დღეები სულ ერთი სურათი მახსენდება, მტკივნეულად რომ ჩამბეჭდვია ემოციურ მეხსიერებაში: აფხაზეთიდან ჩამოსვენებული ჩვენი გენოფონდი, ახალგაზრდა, დახოცილი ვაჟები, სასექციოში იატაკზე რომ ესვენენ, სამ, ოთხ, ხუთ რიგად, ერთმანეთზე!!!!!!! ერთმა კოლეგამ ცრემლიანი, მაგრამ ძალიან უშნო შედარებაც კი გააკეთა, ფქვილის ტომრებს რომ დააწყობენ ერთმანეთზეო…
მაშინ არ მიტირია, ჩვენ, ექსპერტები ხომ არ ვტირით…სამსახურში!!!!! მაგრამ ახლა ძალიან მძაფრად, ცრემლით გამახსენდა . . .
ერთხელ, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოკლული ჯარისკაცის ახალგაზრდა დედამ მთხოვა, მისი რაიმე ნივთი იქნებ მომცეო, მე ჩუმად გამოვუტანე სასექციოდან მისი შვილის ერთი ცალი, ყავისფერი წინდა. ორი კვირის მერე მოვიდა, გულზე, იქ, სადაც ჯვარს ვატარებთ, პატარა ქისა ეკიდა, გახსნა, ამოიღო შვილის წინდა, სახეზე მიიკრა, დაკოცნა. მერე მადლობა მითხრა და ათიოდე მწიფე, ბერძნული ლეღვი დამიდო მაგიდაზე, ჩემი ეზოსიაო…
აი, ზუსტად ასე, კანზე მტკივა ის ომი, რომელსაც დღეს ყოველდღე უამრავი სლავის სიცოცხლე მიაქვს.
უბედურება კი ის არის, რომ, ოკეანის გაღმელებისთვის ჩვენ ვართ “სხვები”, შორეულები, სხვა სამყარო, როგორც ჩვენთვის იყო ერაყელების, სირიელების, ავღანელების სიკვდილი. ჩვენ მათთვის სხვა სამყარო ვართ-ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები!!! შეშფოთდებიან და მორჩა!!!
-აშშ პრეზიდენტის გამონათქვამმა გამაოგნა დღეს!!! უკრაინელების ცეცხლის წინაში ასეთი მიტოვების ფონზე, განუცხადებია, ნატოს კარი ისევ ღიააო!!!!!!!!!!!!!!
-რაო გეცოტავებათ სლავების სისხლი?!!!!!!!!!!! ცოტაა ჯერ ძმათაკვლის სისხლი-კაენის ცოდვა?!!!!!!!!!!!
-თქვენი იყოს ეგ “ღია” ჯოჯოხეთის კარები!!!!!!!!!!!!!!!!!!
-ღმერთო, ღმერთი ხარ და გემუდარები; უფალო, იესო ქრისტე, გადმოგვხედე: ჩვენ, ქართველებს ჩვენი კაენის ცოდვა მოგვიტევე, სლავებს თავისი, ჩვენ ხომ ყველასთვის სხვა სამყარო ვართ, პოსტსოვეტიკუსები, ჩვენი შვილებით, შვილიშვილებით, ჩვენი ნეოლიბერალი “ღამურებით” და მუშნი ზარანდიებით!!!
-გვაკმარე სისხლისღვრა, შეგვინდე, უფალო უგუნურობა და ამპარტავნება ჩვენი!“
თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved