• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, იმავეს მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს – ფრიდონ ინჯია

ალია ავტორი - ალია
17:31 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.

„დღეს მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში და საქართველოში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც გლობალური უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება, პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტალურ ინტერესებზე და მის უსაფრთხოებაზე.

გლობალური უსაფრთხოების სისტემის ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, დაიცვას თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ბოლო 30 წლის განმავლობაში, გვაქვს მხედველობაში ის, რომ ხელისუფლებამ, შუამავლის გარეშე, იმოქმედოს პირდაპირი დიალოგის ფორმატში, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენზე უკეთესად ვერავინ ვერ დაიცავს. როგორც ამას აკეთებს თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ყველა ქვეყანა. კერძოდ, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, არგენტინა, შვედეთი, ფინეთი, ჩინეთი და სხვა.

ცნობილია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ბრალი იმ რთული პოლიტიკური ვითარების შექმნაში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა 21-ე საუკუნეში.

ასევე, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალუძს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები ყველა დონეზე და ყველანაირ ფორმატში, მიუხედავად არსებული უმძიმესი ზეწოლისა, რაც დღეს სახეზეა და ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ილახება ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები.

ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მომავალში შეიძლება, არ მიეცეს და ამ შანსის არგამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატის ტოლფასი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შეცდომები და ღალატი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძვირად დაგვიჯდა.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად მან, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ამას ახორციელებენ მსოფლიოსა და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ლიდერები. იმავეს მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს.

ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი თავისი დიპლომატიური ქმედებით, რაც მათ გამოიჩინეს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის დროს და ჩვეული პრინციპულობით, პირდაპირი დიალოგის გზით, შეძლებს ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზების მოძიებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო ქართველი ხალხი ამ განსაცდელის ჟამს გაერთიანდება და გვერდში დაუდგება პრემიერ-მინისტრს ამ ურთულესი მისიის შესრულებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მისიის განხორციელებაში.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას მიესალმება“, – ნათქვამია ფრიდონ ინჯიას განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved