• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მესმის, ახალი წელია და “ტკბილი ტყუილი” უნდა თქვა, მაგრამ ეს უფრო ბებია-ბაბუას საქმეა…” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
14:50 12-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, ავრცელებს ამირან გამყრელიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ “არსებობს თეორიაა, რომ შესაძლოა “ომიკრონი” გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი” და წერს:

“მესმის, ახალი წელია და წინასაახალწლოდ “ტკბილი ტყუილი” უნდა თქვა, მაგრამ ეს უფრო ბებია-ბაბუას საქმეა და დარგის სპეციალისტებმა მაინც ფაქტებზე დაფუძნებულ საკითხებზე უნდა ისაუბრონ.

ამდენი მეზღაპრე ამ ქვეყანას დაღუპავს, ისე, პრინციპში, უკვე დაღუპეს – დღეში 60-80 ადამიანი იღუპება …”

მოგვიანებით, გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ წერს ამ საკითხზე, სოციალურ ქსელში და მის მომდევნო წერილსაც უცვლელად გთავაზობთ:

ომიკრონი არის საშიში, უფრო საშიში, ვიდრე ეს გარედან ჩანს.

“იოლი ფორმით გადაიტანა” არის მოჩვენებით ხასიათის. კოვიდის ომიკრონის ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია!

ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი ომიკრონთან მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან! რაც არ იცი, ჯობს, არ ილაპარაკო! მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას!

ომიკრონი არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი !

პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და 600 იყო აუცრელი!

ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.

შეჯამება:

ომიკრონი არის კოვიდი

ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევე, როგორც დელტა ვარიანტის დროს (კოვიდ გადატანილთა 70% აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები)

ომიკრონი არის ოდნავ უფრო იოლ ფორმაში (დელტასთან შედარებით), მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია აუცრელებში – უფრო მძიმე ფორმაში.

ომიკრონის კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტორზე. იქ, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ვაქცინირებულია, იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი!

საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ ფაიზერი; ვინც პირველი დოზა აიცრა სინოვაკით / სინოფარმით, მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერი; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ ფაიზერი.

საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს დამატებითი დოზები ფაიზერის და ასევე მიდერნას ვაქცინების (ამჟამად პირადად მე მოდერნას ვუწევ რეკომენდაციას, განსაკუთრებით, ბუსტერისთვის)

საქართველომ უნდა განახორციელოს ყველა რეგიონში საწოლფონდის და ჟანგბადის სრული მზობა.

კოვიდ პასპორტი არის გასაუქმებელი. მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს ახრი აქვს მხოლოდ იმას, ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით და თუ გადაიტანე ან დაიტესტე, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ აქვს!

სამედიცინო პირბადეები სავალდებული უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი

დახურილ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალური/შემცირებული (მეტროში ნუ ლაპარაკობთ, ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით, უნდა გამოიყენოთ პირბადე!

დისტანცია უნდა იქნას დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იქნას მინიმუმამდე დაყვანილი

ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე

ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები.

არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტით ვირუსი!

https://www.aljazeera.com/…/omicron-drives-record-daily…

https://amp.theguardian.com/…/covid-news-live…“

“ის მოდის ცუნამივით” – ამირან გამყრელიძე
თეგები: ამირან გამყრელიძეგიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved