• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„მთავარია მონდომება“ – მამუკა გორგოძის შეხვედრა „სოხუმი“-ს პატარა მორაგბეებთან

ალია ავტორი - ალია
18:08 12-27-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,677

კლუბის „სოხუმი“ მორაგბეებს წინასაახალწლოდ ჯადოსნური საჩუქარი რაგბის ლეგენდამ გაუკეთა. მამუკა გორგოძის გამოჩენას ვარჯიშზე არცერთი ელოდა. შეხვედრაზე მიღებულ ემოციებს ბიჭები ახლაც ვერ მალავენ და მამუკა გორგოძის ნახვით მინიჭებულ სიხარულს რაგბის მოედანზე სტიმულად იყენებენ.

„ისინი შეხვდნენ ლეგენდას. არავითარი აჟიოტაჟი არ ყოფილა, იდგნენ მწკრივში, მოწესრიგებულად და როგორც ყველა სიტუაციაში, დისციპლინას მიჩვეულები, ახლაც მხოლოდ სახეზე შეატყობდით, დიდ სიხარულს. რაც მეტი დრო გავა, ეს შეხვედრა, მათთვის, კიდევ უფრო ფასეული გახდება – ჯერ ბავშვთა ასაკში არიან, შემდეგ გადავლენ „ჭაბუკებში“, ბოლოს კაცთა ასაკში ითამაშებენ. ყველა ამ ეტაპზე თავიდან მიხვდებიან, რა მასშტაბის ფიგურას შეხვდნენ და მამუკას სიტყვები, „მთავარია მონდომება“ ბევრად უფრო ფასეული და მნიშვნელოვანი გახდება მათთვის“, – ამბობს სარაგბო კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი ლევან ჯობავა.

შეხვედრა „თეგეტას“ დახმარებით გაიმართა, კომპანიის, რომელთან მეგობრობა „სოხუმმა“ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც სარაგბო კლუბი ახალი სეზონის დაწყებამდე, ფინანსების მოძიებას ცდილობდა. რომ გიამბოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა ჯერ იმ წამოწყებაზე უნდა მოგიყვეთ, რომლის იდეაც წლების წინ გაჩნდა, დღეს კი სამი ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს და ძალიან დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

„სოხუმი“ 2017 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. თუმცა, ყველაფერი, 2013 წელს დაიწყო, როცა ლევან ჯობავა და დავით დგებუაძე რაგბის სამოყვარულო კლუბ  „ხალიბებში“ შეხვდნენ. შედმეგ რამდენიმე წელი, დავით დგებუაძე, გერმანიაში რაგბის თამაშობდა. ჩამოსვლისთანავე კი გადაწყვიტეს, ახალი კლუბი შეექმნათ. თავდაპირველად, ეს იყო სოციალური პროექტი და ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილი, 2007-2008 წლებში დაბადებული ვაჟები თამაშობდნენ.

„ამიტომ, სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. თან, გვინდოდა „სოხუმი“ ქართულ რაგბიშიც გაჟღერებულიყო და გამარჯვებებთან ყოფილიყო ასოცირებული“.

No description available.

ნელ-ნელა „სოხუმი“ სოციალურ ფარგლებს გასცდა და სპორტულ პროექტად იქცა. ბიჭები სულ უფრო მეტ თამაშს იგებდნენ და ვარჯიშებსაც კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით უდგებოდნენ.

ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, გაიზარდა კლუბის ხარჯებიც. 2021 წლის ზაფხულში, ახალი სეზონის დასაწყებად, 38 000 ლარი იყო საჭირო.

„ერთ დღესაც, დაგვიკავშირდნენ Tegeta Truck and Bus-ის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ მიმდინარე სეზონზე, ეს კომპანია ჩვენი გენერალური სპონსორი იქნებოდა და სრულად გაიღებდა საჭირო თანხას.“   

ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯების გარდა, თანხით მორაგბეებისთვის ახალი ფორმები შეკერეს. კლუბის ერთ-ერთი წევრის ოჯახის ნაკვეთზე, მისი მამის ხელმძღვანელობით, ბიჭებმა საკუთარი ხელით ააშენეს გასახდელი, რომელიც კლუბს მანამდე არ ჰქონდა.

„კომპანია „თეგეტასთან“ მეგობრობით, აბსოლუტურად სხვა, საინტერესო ეტაპი დაიწყო ჩვენი კლუბისთვის – გვაქვს ინტერვიუები, გადაღებები, აქტიური საინფორმაციო კამპანია გვეხმარება პოპულარიზაციაში. ბევრმა ადამიანმა გაიცნო „სოხუმი“ და ნახა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. შემდეგ იყო ძალიან დატვირთული სეზონი, ვარჯიშები, თამაშები. წლის დამაგვირგვინებელი ამბავი კი იყო მამუკა გორგოძის სტუმრობა.

ძალიან გახარებულები ვიყავით ჩვენ, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, ჩვენი მორაგბეები. საჩუქრად „სოხუმის“ ფორმა გადავეცით, ჩარჩოში ჩასმული, მან კი სავარჯიშო გადასაცმელები გადასცა ბიჭებს და გვაჩუქა ბურთი თავისი ხელმოწერით.“

No description available.

პატარა მორაგბეებმა საჩვენებელი ვარჯიშიც ჩაატარეს და მამუკა გორგოძესგან რჩევებიც მოისმინეს.

ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, 15 წლამდე ჯგუფს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა შეხვედრა. ეს თამაში მოიგეს და როგორც ლევან ჯობავა ამბობს: „მათზე ძალიან კარგად იმოქმედა მამუკას ჩამოსვლამ. მას არ უსაუბრია, როგორ უნდა გაკეთდეს ბოჭვა. გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო – ჩვენთან გუნდში, მოთხოვნისა და ღირებულებების ნაწილში, პირველი არის დისციპლინა და მეორე ურთიერთპატივისცემა. პატივისცემა მოწინააღმდეგის, გუნდელის, მწვრთნელის, მაყურებლის. დისციპლინირებული ადამიანები, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ, პატივს სცემენ სხვას და საკუთარ თავს, უმეტეს შემთხვევაში, მოგებულები დარჩებიან. ჩვენი ამოცანაც ეს არის.

ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა და სიტყვები, რაც მამუკამ გააჟღერა იყო – „მთავარია მონდომება“. თითქოს, მარტივი სიტყვებია და ყველამ იცის, რომ ასეა. მაგრამ ამას მამუკა გორგოძე რომ გეუბნება და იცი, რომ ზუსტად ამ მონდომებამ მიიყვანა ის მსოფლიოს საუკეთესო 8 ნომრობამდე, ბიჭებმაც დაიჯერეს, რომ შეუძლიათ გახდნენ, მამუკას დონის მორაგბეები.“ როგორ გაგრძელდება „სოხუმისა“ და „თეგეტას“ მეგობრობა, ამას, ალბათ, მალე გავიგებთ. მანამდე კი სარაგბო კლუბი, ზამთრის არდადეგების შემდეგ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება – ვარჯიშები, თამაშები, შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები,სოციალური და გარემოსდაცვითი აქციები და კიდევ ბევრი აქტივობა, რაც გუნდის წევრებს, სპორტსმენებთან ერთად, დისციპლინირებულ, პასუხისმგებლობიან ადამიანებად აქცევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved