• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5-7-მა პოლიციელმა, უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინა, დაასისხლიანა.. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ – ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:46 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბათუმში ერთ-ერთ პოლიციაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ეს ბათუმის მეექსვე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ.

გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად.  ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

ბარში მყოფმა ხალხმა,  აიი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო –  ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია.?  ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი  მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.

გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და  შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო.

ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა.

მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც.

კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები.

ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად.

ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ”,-წერს, გიორგი არობელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved