• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში?” – ეკატერინე ტიკარაძე

ალია ავტორი - ალია
03:03 12-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს, ტრანსპორტის შემთხვევაში ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია, ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა მიდგომები და გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, უახლოეს მომავალში გაფართოვდეს იმ ობიექტებისა და სივრცეების ჩამონათვალი, სადაც მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, ამ გადაწყვეტილების მომდევნო კვირაში მიღება სწორი არ იქნება.

„ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღება. ეს არის ერთი პასუხი. გარდა ამისა, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, –  განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved