• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
20:56 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა, „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა.

როგორც კომუნიკაციების ინფორმაციაშია აღნიშნული, „ტელეიმედმა“ და „სტუდია მაესტრომ“ ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო „ტელეკომპანია ქართული არხის“ ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს ჯარიმის სახით 2500-2500 ლარი დააკისრა. რაც შეეხება „ტელეკომპანია ქართულ არხს“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელს მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მაუწყებელმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო“, – აღნიშნულია კომუნიკაციების ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved