• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი გადაცმული მიშისტი ყოფილა! მართლა ვირტუოზული უნარი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამდენი ხანი ეს დამალო და ახლა იფეთქოს – რუსუდან შარაძე

ალია ავტორი - ალია
15:55 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

პროფესორ გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

„როგორ ხდება, რომ მიშისტების რაღაც ნაწილთან ჩვეულებრივ და ზოგჯერ, თბილ ურთიერთობასაც კი ვახერხებ, ხოლო ვიღაცეების დანახვაც არ მინდა? სიყალბეს ვერ ვიტან და იმიტომ. აგრესიულ, პროპაგანდისტ გიჟებთან მეტი საერთო შეიძლება გამოვნახო, ვიდრე აგერ, გვერდზე რომ მყავს და უცბად, სრულიად უცხო, გულისამრევ არსებად გადაიქცევა. პირველი არ მალავს საკუთარ მისწრაფებას – უყვარს მიშა, ან უბრალოდ, სამსახური აქვს ასეთი. რაღაცნაირად ახერხებს და გულწრფელად ვუყვარვარ მეც, ან უყვარს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი და ეს სიყვარული ვრცელდება ჩემზეც. არ უშვებს შემთხვევას, სითბო არ გამოხატოს. პოლიტიკურ საკითხებში, ყოველთვის ტაქტიანია, კულტურული – უბრალოდ ხმას არ იღებს ჩემთან. არ გამოუტოვებია არცერთი პანაშვიდი თუ დასაფლავება (ეს რომ საგანგებო აღნიშვნის ღირსია, ქვემოთ მიხვდებით). არ ვიცი, ახლა რას ფიქრობენ მამაჩემის მკვლელობაში სააკაშვილის როლზე, მაგრამ ადრე რომ ჩემი არ სჯეროდათ, კანით ვგრძნობდი. თუმცა ამას არ უმოქმედია მათი თანაგრძნობისა თუ ჩემი მადლიერების გულწრფელობაზე. ვერ შეედავები – პირნათელია ყველასთან. ვიღაც იტყვის, მიშა რომ უყვარს, უკვე შეეშალაო და ალბათ, მართალიც იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე აღარ არის. ღმერთთან ყველა თავად აგებს პასუხს, კარგზეც და ცუდზეც, კონტროლიორად არავის დავუნიშნივარ. რაც შეეხება მეორე კატეგორიას – გველებზე უბეში – რა უნდა ვთქვა, რაც არ თქმულა?! ბევრი მეუბნება, აქაც იწერება და მეც იგივეს ვფიქრობ – რამდენი გადაცმული მიშისტი ყოფილა! მართლა ვირტუოზული უნარი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამდენი ხანი ეს დამალო და ახლა იფეთქოს – 2021 წლის მიწურულს! მგონი, 2014 წელი იყო, კლასი შევიკრიბეთ რესტორან ,,ბაბილოში“. ვიგიჟეთ, ვიმხიარულეთ. ერთი კლასელი მყავდა, საყვარელი ბიჭი. არ მენახა სკოლის დამთავრების შემდეგ. ღვინომ გული აუჩუყა და – მე კაცი ვარ, მამაშენის პანაშვიდზე არ მოვედიო?! – ლამის ტირილამდე მივიდა. 2007 წელს, კახა ლომაიასთან, უშიშროების საბჭოში უმუშავია. უთქვამთ – არც გაბედო მისვლაო. გაოგნებული ვუსმენდი მეც და კიდევ, რამდენიმე კლასელი. მისი ცოლი, რომელიც იმ დღეს პირველად ვნახე, ჭირის ოფლში იწურებოდა. ვაწყნარე, ვამშვიდე, ვეფერე. თანაგრძნობის გარდა, თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა – ე.ი. მართალი ყოფილა მოარული ხმები – ხალხს პანაშვიდზე მისვლა აუკრძალესო. ეს ჩემი საყვარელი კლასელი მალევე გარდაიცვალა. მიყვარს და მადლობელი ვარ მისი გულწრფელობის, სიყვარულისა და კაცობის. აღიარება, თუნდაც იყოს იოტისოდენის, ყველაზე დიდი ნიჭი და ვაჟკაცობაა… მოკლედ, ჩემთან არ უნდა შეგეშალოს და ვინც გინდა ის აღმერთე, მეტი საქმე არა მაქვს, მე მაგაზე ვინერვიულო!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved