• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მსოფლიოში წითელას აფეთქების რისკი მაღალია – ჯანმო

ალია ავტორი - ალია
11:35 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ 2020 წელს პანდემიის დროს 22 მილიონზე მეტმა ჩვილმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები ვერ მიიღო, მსოფლიოში წითელას აფეთქების რისკი მაღალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთობლივ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელთან შედარებით, გასულ წელს წითელას დარეგისტრირებული შემთხვევები 80%-ზე მეტით შემცირდა, თუმცა ბავშვების დიდი რაოდენობა, რომლებმაც ვაქცინის დოზები ვერ მიიღეს, დაუცველი რჩება.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 3 მილიონზე მეტმა ბავშვა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ ძალისხმევას, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას აღნიშნული უაღრესად ინფექციური ვირუსული დაავადება.

„არავაქცინირებული ბავშვების დიდი რაოდენობა, წითელას აფეთქება და დაავადების გამოვლენა და დიაგნოსტიკა, რომელიც COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად არის მიმართული, ის ფაქტორებია, რომელიც ბავშვებში წითელასთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და სერიოზული გართულებების ალბათობას ზრდის”, – განაცხადა CDC-ის იმუნიზაციის ხელმძღვანელმა, კევინ კეინმა.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. იგი უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე COVID-19, ებოლა, ტუბერკულოზი ან გრიპი. ის განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. შესაძლო გართულებებს შორის პნევმონია ფიქსირდება.

ბოლო მოხსენების თანახმად, 23 ქვეყანაში 2020 წლისთვის დაგეგმილი წითელას ვაქცინაციის 24 კამპანია გადაიდო, რის გამოც 93 მილიონზე მეტი ადამიანი რისკის ქვეშ აღმოჩნდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარონ ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ახალ რესურსებს მოითხოვს, რათა ის იმუნიზაციის ძირითადი პროგრამების ხარჯზე არ მოხდეს. რუტინული იმუნიზაცია დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ სასიკვდილო დაავადებას მეორეთი ჩავანაცვლებთ”, – განაცხადა ჯანმოს იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა, კეიტ ობრაიენმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved