• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაგვიძახეს და მივედით, რამე პრობლემაა?“ – ექიმები, რომლებიც მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებენ, გათავისუფლების შემდეგ „ევექსის“ კლინიკაში დაასაქმეს

ალია ავტორი - ალია
14:07 11-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელსაც მეგი ბაქრაძის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის ბრალი აქვს წაყენებული და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური, რომელიც ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად კლინიკა „იმედიდან“ გაათავისუფლეს, მუშაობას ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებენ. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი სოფიო მორგოშია ამბობს, რომ როცა კლინიკაში მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა, აღნიშნული ექიმები მათთან უკვე მუშაობდნენ.

რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და პედიატრი ვიოლეტა ინასარიძე, რომლებიც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებენ, კლინიკა „იმედიდან“ 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. მაშინ ადმინისტრაცია უარყოფდა, რომ ამ გადაწყვეტილებას კავშირი ჰქონდა მედდის გარდაცვალების საქმესთან.

გიორგი აფციაური ამბობს, რომ რეანიმატოლოგის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ, კლინიკა „იმედში“ გათავისუფლებიდან მალევე შესთავაზა.

„დაგვიძახეს და მივედით, რამე პრობლემაა? არ ვიცი როგორი არგუმენტები ჰქონდა კლინიკას რომ გაგვათავისუფლეს, ჩვენთვის გაუგებარია“.

პედიატრის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას ვიოლეტა ინასარიძე. ამბობს, რომ მეგი ბაქრაძის საქმეში წაყენებული ბრალი, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ადმინისტრაციისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა.

„მაშინვე დამირეკეს და შემომთავაზეს. ბრალი სამედიცინო კუთხით არ მაქვს წაყენებული და ლიცენზია შეჩერებული არ მაქვს“.

18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაუკეთდა, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს.

ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად, კიდევ ერთ ექიმს და ერთ ექთანს საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეში ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: tv9news.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved