• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე ნიკოლოზი – მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითი არ ვიცი, ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული

ალია ავტორი - ალია
13:42 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 40-დღიანი მშრალი მარხვით სააკაშვილმა ძალიან დიდი ღვაწლი გასწია.

„40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით, ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიბარებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად. მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება. ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახავთ, რა ღვაწლი გაწია. ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება. მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved