საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟსაზიარებს და წერს, რომ საქართველოში მალე მსგავსი ვითარება იქნება.
მისი თქმით, ქვეყანა კვლავ ლოკდაუნის გზას ადგას და თავის მოტყუებას აზრი აქრ აქვს. ფხაკაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“ეს იქნება საქართველოში 2-3 კვირაში!
გეყოთ პოლიტიკა!
მიხედეთ საქმეს!
ხვალიდან:
გადავიდეთ ფაიზერის ვაქცინაზე!
ყველგან სამედიცინო პირბადე!
დაიცავით დისტანცია !
კოვიდსაშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის!
მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი!
თავს ნუ ვიტყუებთ …. ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოქდაუნისკენ” – წერს ფხაკაძე.
კომენტარები