• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს და სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
15:05 10-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

გამორიცხული არაფერია, რადგან „ქართულმა ოცნებამ” სრულიად ექსტრაორდინალური ვითარება შექმნა ქვეყანაში. პასუხებიც შესაძლოა სრულიად ექსტრაორდინალური იყოს, – ასე უპასუხა „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ კითხვას, განიხილავს თუ არა ოპოზიცია ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად საპარლამენტო ბოიკოტს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე განხილვა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართება ხელისუფლებასთან ბრძოლის პროცესი სამომავლოდ.

„ახლა წყდება სახელმწიფოებრიობის საკითხი და ის, თუ რამდენად აქვს ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი. ამაზე დიდი და ფუნდამენტური არაფერი არსებობს დემოკრატიულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენეთ ზეწოლისთვის და იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ” გადაიხადოს ძალიან ძვირი ფასი წუხელ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის”, – განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ყველა მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას.

„ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ყველა მოქალაქის ხმას მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს, იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს. ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ეს პრივატიზაციის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩაცემენტდა და „ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს არავითარი აზრი არ გააჩნია”,-განაცხადა გეგელიამ.

მის თქმით, ოპოზიცია იბრძვის არა თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნებს აზრი დაუბრუნდეს.

„დღეს საღამოს 19:00 საათზე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას”,-აღნიშნა გეგელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას გააჟღერებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved